რეზონანსი
10.09.2022

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში მოტყუებით ჩამოიყვანეს.

„ის რაც მიხეილ სააკაშვილს გაუკეთეს, „ნაციონალური მოძრაობის" მესვეურებმა და ნიკა მელიამ, რომელმაც თქვა, რომ მიშიზმი სულ სხვა არის და ნაციონალური მოძრაობა სულ სხვა. გაწირეს უბრალოდ, ასე მიმაჩნია, მოტყუებთ ჩამოიყვანეს და უთხრეს, რომ მილიონი ადამიანი დახვდებოდა ბათუმში, მოატყუეს უბრალოდ. მე კარგად ვიცნობ მიშას, რამდენადაც შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, იმდენად შეუძლია ემოციას აჰყვეს. ემოციური იყო მისი ჩამოსვლა.

დღეს, წესით, ნიკა მელია სათავეში კი არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის", საერთოდ მოშორებული უნდა იყოს პოლიტიკას და ოპოზიციას. მე შეიძლება, მაწყობდეს, პირიქით, ნიკა მელიასნაირი ფიგურა, მაგრამ სიმართლის თქმა მიყვარს, ნიკა მელიას გამო დღეს სააკაშვილი ციხეში, ნიკა მელიას გამო, რომ ნაციონალურ მოძრაობაში გაიყო ხმები ორად და სამად და ეს ხმებზეც იმოქმედებს. მიშასთან არის ასოცირებული „ნაციონალური მოძრაობა". დღეს გამზადებულზე, მზამზარეულე ნიკა მელია, რომ თვითონ ჭრის და კერავს. იცით რა, ციხეს ორი კარი აქვს და სააკაშვილი დღეს რომ შევიდა ციხეში, ხვალ ამ ციხიდან გამოვა", - აცხადებს ჟურნალისტი „ჯორჯიან თაიმსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×