რეზონანსი
09.09.2022

ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „რუსთავი 2"- ის ეთერში გადაცემა „ურუსკესი" აღარ გავა. ტელეწამყვანის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა.

„ჩემი გადაცემა Uruskesi • ურუსკესი, რომელიც Rustavi 2 • რუსთავი 2-ზე გადიოდა და რომლის მეორე სეზონი დამტკიცებული, მზადება დაწყებული და ჩაწერის დღე დანიშნული იყო, მოულოდნელად ჰოპპ დაიძახეს და დახურეს. მიზეზებზე არ ვილაპარაკებ, გაგეცინებათ, ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ მივიღე სხვა შემოთავაზება რ2-ისგან, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე აღარ ვითანამშრომლო რუსთავი 2-თან! ჩემი მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს - გიორგი ხაბურძანიას და დემნა ჯაფარიძეს, რომლებთანაც 2015 წლიდან ვმუშაობდი და ბევრი რამ მასწავლეს. დავყვებოდი და დამატარებდნენ ყველგან, სადაც მიდიოდნენ, წავიყვანე ყველა საერთაშორისო, დიდი მეგაშოუ სწორედ მათი წყალობით, შესაბამისად, ვთვლი, რომ რადგან ამდენის საშუალება მომცეს თავადაც კმაყოფილები იყვნენ ჩემით!!! დიდი მადლობა მათ და მთლიანად ნოვა პროდაქშენის გუნდს! გრძელ ცხვირა და თმა გაშლილი თქვენი რუსკა მაყაშვილი! P.S ცალკე უდიდესი მადლობა ჩემს ნატალიას და მაგდას", - წერს რუსკა მაყაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×