რეზონანსი
09.09.2022

ხარაგაულში 17 წლის ლუკა ვეფხვაძეს ემშვიდობებიან.

„ლუკა, ჩვენო გამორჩეულად ლამაზო და თბილო ბიჭო... როგორ შევეგუოთ შენს გარდაცვალებას,. რით ვანუგეშოდ შენი მშობლები.. ვაი, ეს რა დიდი ტრაგედია ტრიალებს... სულით ხორცამდე ვიწვით ლუკაა.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 17 წლის ლუკა ვეფხვაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ მშობლებს, მეგობრებს, ყველა ხარაგაულელს", - წერს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.

„დღეს ხარაგაული კიდევ ერთ ნაადრევად შეწყვეტილ სიცოცხლეს გლოვობს. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ 17 წლის ლუკა ვეფხვაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ და თავავუგრძნობთ მშობლებს, ოჯახს, მეგობრებს, ლუკას მშობლიურ სკოლას, ყველა ხარაგაულელს. ღმერთმა გვაკმაროს!" - წერენ ფეისბუქ გვერდ "ჩვენი ხარაგაულში".

ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ინფორმაციას „მეგა ტვ" ავრცელებს და როგორც კომენტარებში წერენ, 17 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ოფიციალურად ეს ვერსია დადასტურებული არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×