რეზონანსი
07.09.2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ პატრიკეთში სხეულის დამწვრობით 33 წლის ქალი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება - მკვლელობა, სუიციდი და უბედური შემთხვევა. თუმცა, ოჯახის ახლობლები პირდაპირ ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს ქმარმა ბენზინი გადაასახა და ცეცხლი წაუკიდა.

გარდაცვლილი თეონა შენგელიაა, რომელსაც 5 შვილი დარჩა.

„5 შვილის დედა.... ცხოვრება წართმეული ბავშვები“.

„ასეთი ლამაზი არ მოვლენილა ჯერ, უნაკლო იყო, ულამაზესი .. ღმერთმა მხოლოდ მას აჩუქა სილამაზეო“.

„ჩემი თეო, არ მჯერა ჩემო გოგო, შოკში ვარ“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

7 სექტემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქმარმა ცოლი მოკლა - უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დრომდე ოჯახიდან ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღიათ.

მათივე თქმით, გამოძიება გრძელდება.

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს. ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×