წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ პატრიკეთში სხეულის დამწვრობით 33 წლის ქალი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება - მკვლელობა, სუიციდი და უბედური შემთხვევა. თუმცა, ოჯახის ახლობლები პირდაპირ ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს ქმარმა ბენზინი გადაასახა და ცეცხლი წაუკიდა.
გარდაცვლილი თეონა შენგელიაა, რომელსაც 5 შვილი დარჩა.
„5 შვილის დედა.... ცხოვრება წართმეული ბავშვები“.
„ასეთი ლამაზი არ მოვლენილა ჯერ, უნაკლო იყო, ულამაზესი .. ღმერთმა მხოლოდ მას აჩუქა სილამაზეო“.
„ჩემი თეო, არ მჯერა ჩემო გოგო, შოკში ვარ“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
7 სექტემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქმარმა ცოლი მოკლა - უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დრომდე ოჯახიდან ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღიათ.
მათივე თქმით, გამოძიება გრძელდება.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს. ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა.
მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე