რეზონანსი
05.09.2022

„გარ­დე­ნი­ას" მფლო­ბე­ლი - ზურა შე­ვარ­დნა­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და რუსი ტუ­რის­ტე­ბის შე­სა­ხებ წერს.

მისი თქმით, ამ წელს ბაღში ძალიან ბევრი რუსი ტურისტი მიდის და ნერგებს ითხოვენ.

„ბევ­რი რუსი გვსტუმ­რობს ბაღ­ში, ყვე­ლა რუსი ალ­ბათ არაა, უფრო სწო­რი ნათ­ქვა­მი იქ­ნე­ბა რუ­სულად მო­ლა­პა­რა­კე (ან მე რო­გორ გა­ვარ­ჩიო დე­დალ-მა­მა­ლი).

გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო დროს გვთხო­ვენ ხე­ებს ბუჩ­ქებს, ფე­რად ყვა­ვი­ლებს, ნერ­გებს, თეს­ლებს. დიდი მონ­დო­მე­ბით არ­ჩე­ვენ ვარ­დებს და სხვა მცე­ნა­რე­ებს. ეძე­ბენ საჩ­რდი­ლო­ბელ ხე­ებს, ისე­თეს მალე რომ ექ­ნე­ბა ჩრდი­ლი. ვუ­ყუ­რებ და ვფიქ­რობ, არ ჰგავს ეს ხალ­ხი არც ტუ­რისტს არც დამ­სვე­ნე­ბელს და არც დრო­ე­ბით აქ ჩა­მო­სულს.

ოცი დღით და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მო­სუ­ლი კაცი, ქალი არ ეძებს საჩ­რდი­ლო­ბელ ხეს და ხე­ხი­ლის ნერგს. მი­თუ­მე­ტეს არც ისე გუ­ლუბ­რყვი­ლოს ჰგავს რო­მე­ლი­მე, რომ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­დეს წელს დარ­გუ­ლი ბაღი, ორი, ზოგ­ჯერ მეტი წლის შემ­დეგ მის­ცემს სა­სურ­ველ შე­დეგს.

ფაქ­ტია აქვთ მი­წის ნაკ­ვე­თი სა­დაც აპი­რე­ბენ დარ­გვას. რამ­დე­ნი­მემ ლან­დშაფ­ტის პრო­ექ­ტიც მიჩ­ვე­ნა (თა­ვი­სი თვის­ტო­მის მიერ და­ხა­ტუ­ლი, და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი) ზუს­ტად იცი­ან რა უნ­დათ..არ­ვი­ცი, არ­ვი­ცი, ღმერ­თმა ყვე­ლა კარ­გად ამ­ყო­ფოს მაგ­რამ მე ჩემი ფიქ­რი და დარ­დი მაქვს" - წერს ზურა შე­ვარ­დნა­ძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×