რეზონანსი
19.08.2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში მდინარეში დაკარგულ ძმებს უკვე რამდენიმე საათია ეძებენ. მომხდარ შემთხვევას ადგილობრივები იხსენებენ: 

„გუშინაც უბანავიათ, ბიჭებს დღესაც დაუნახავთ, ნამგალი ეჭირათ ხელში და მიდიოდნენო. აქ ჩამოსულები არიან, დედის სოფელში. ეგ ადგილი ხავსიანია და ორი მეტრი აქვს სიმაღლე ამ არხს. 16 წლის ბიჭი ფეხით ჩასულა, ჩასვლისას ფეხი ჩაცურებია, ძმა და მამიდაშვილი ზემოთ ყოფილან და მამიდაშვილი ამბობს, რომ მოვიხედე, ძმაც აღარ იყოო. როგორც ჩანს, საშველად გადახტა. მთელი სოფელი აქ არის, მაშველები ეძებენ“, – თქვა  ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×