რეზონანსი
25.07.2022

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილში ატეხილ სკანდალ ეხმაურება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფოტოგრაფებსა და ვიდეოოპერატორებს საზეიმო სუფრაზე საჭმელი არ მიაწოდეს. უამრავმა ადამიანმა ახალდაქორწილებული წყვილი და მათი ოჯახი დაადანაშაულა. ნანუკა ჟორჟოლიანმა კი, იმათ შეუტია, ვინც ახალშეუღლებულები ამოიღო მიზანში.

"დიდი ქორწილების ლოჯისტიკას, როგორც წესი, საორგანიზაციო კომპანიები აგვარებენ. ოჯახი ყველა დეტალს, ისედაც სანერვიულო დღეს ვერ მოიკითხავს და სწორედ ამ კომპანიების სამარცხვინო შეცდომაზე, საჯაროდ პასუხი მოსთხოვო წყვილს, რომელიც ეს დღეები უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოს, არის უსამართლობა", - წერს ჟურნალისტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×