რეზონანსი
25.07.2022

ფოტოგრაფ დავით ჭელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო ჟვანია ეხმიანება. ფოტოგრაფმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მიმართვა და საჯაროდ თქვა, რომ ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩაჩუას ქორწილში ფოტოებისა და ვიდეოების გადამღებ პერსონალს არ გაუმასპინძლდნენ - მთელი დღის მშოვრებს საჭმელიც კი არ მიაწოდეს.

„ამას წინათ ერთ ფოტოგრაფს აქ ედო ფოტო ქორწილიდან, სადაც დილიდან დაღამებამდე მუშაობდა. უკვე რესტორანში ცალკე ადგილი გამოუყვეს დიჯეისთან კუთხეში და 1 ბოთლი ლიმონათი და ჭიქა ედგა მარტო. დადო ტიპმა ფოტო და "პერო" ქორწილებში არც ისე იშვიათად ხდება ბოლო დროს ასეო.

რესტორნებს ხომ გადაუარეს - მონური პირობები აქვთ პერსონალისთვის, ამიტომ არავინ მიდის სამუშაოდო, სამართლიანობა მოითხოვს სადაც გასა*კებელია ყველგან გაა*კო და ითქვას სათქმელი.

რას ნიშნავს ფეისია და ბულინგად ჩამეთვლება? ეს ფეისები უფრო სენსიტიურები არიან თუ რა თემაა? ჩემზე მეტად უნდა აკონტროლონ ქცევაც და საუბარიც. აი, ეგ განსხვავებაა, თორემ ისეთი ხალხი უზით დღის გადაცემებს ხშირად ეთერში და ბულინგზე ან ქალთა უფლებებზე საუბრობენ, რომ მათ მაგიერ მე მეუხერხულება.

პატარაა ეს ოხერი ქალაქი და ყველამ ყველაფერი იცის აქ. მარტო ლამაზი სახე ან გრძელი ფეხი აღარ კმარა ეთერში რომ იჯდე და აუდიტორია მოძღვრო მაღალ მატერიებზე და მორალზე, როცა შენ თვითონ ვერ ხარ მოწოდების სიმაღლეზე. ცოტა უნდა დაგეჯერებოდეს როცა ეთერში ხარ. ან წაიყვანონ მაშინ ამინდის პროგნოზი და სხვა თემებში ნუ გაერევიან ხოლმე“, - დაწერა ნინო ჟვანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×