რეზონანსი
07.07.2022

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, წყალტუბოში დაკარგული გოგო პოლიციამ აჭარაში, ბათუმში იპოვა. ის თავს კარგად გრძნობს და ოჯახი ინფორმირებულია.

"ლიკა პოლიციამ აჭარაში, ბათუმთან იპოვა. თავს კარგად გრძნობს და უვნებელია. მალე შევხვდებით და მომხდარის მიზეზებზე მოგვიანებით გაგესაუბრებით, ახლა მეტი არაფერი ვიცი. დიდი მადლობა მინდა შსს-ს გადავუხადო, რომ ჩვენი გოგო იპოვეს და მალე შეგვახვედრებენ," - ამბობს ლიკა გიორგობიანის ახლობელი.

მომხდარზე შსს-ში განაცხადეს, რომ წყალტუბოდან გაუჩინარებული ლიკა გიორგობიანი პოლიციამ იპოვა.

22 წლის ლიკა გიორგობიანს 8 დღე ეძებდნენ. გაუჩინარების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

სახლიდან წასვლამდე ლიკა გიორგობიანმა თან მხოლოდ პირადი ნივთები წაიღო, კუთვნილი მობილური ტელეფონი კი სახლში დატოვა.

წყარო: „პრაიმტაიმი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×