რეზონანსი
27.07.2020

ექ­სპერ­ტი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ხა­თუ­ნა მშვი­დო­ბა­ძე გარ­დაც­ვლილ 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ან­გა­რიშ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხის არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მოწ­ვე­ულ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მი­ა­ნე­ბა. 

„პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ა.შ მაღალანაზღაურებადი სფეროა. ვიღაცები აზიარებენ რომ გარდაცვლილ გოგონას ჰქონდა ანგარიშზე 75 000 ლარიო და ამით უკავშირებენ მის საქმიანობას კიბერ კრიმინალურ სინდიკატს. ან სინდისი არ გაქვთ, ან ნამუსი ან ადამიანობის არაფერი შეგრჩათ, ასე რომ სვრით ტალახში ამ ბავშვის სახელს?!

კიბერუსაფრთხოების სფეროში ვარ უკვე ათი წელია და ამ მიმართულებით დიდხნიანი გამოცდილება მაქვს.

ამ სფეროში კადრების დეფიციტი არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკაშიცაა – თვით ინტერნეტ ტექნოლოგიების ქვეყანაში.ევროპაშიც კადრების დიდი დეფიციტია, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ. შესაბამისად, ანაზღაურებაც მაღალია.

საშუალო დონის პროგრამისტის ანაზღაურება საათში არის დაახლოებით 150 დოლარი. (მაღალი დონის პროგრამისტის ანაზღაურება საათში ბევრად მეტია) ეხლა გადავამრავლოთ რვა საათზე და დღეში გამოდის 1200 დოლარი.

დამწყები პროგრამისტის ანაზღაურება დაახლოებით 50 დოლარია. გადავამრავლოთ რვა საათზე გამოდის 400 დოლარი დღეში. ახლა გადავამრავლოთ ათ დღეზე და გამოდის 12 000 დოლარი საშუალო დონის პროგრამისტზე და დამწყები დონის პროგრამისტზე 4000 დოლარი(ათ დღეში).

ახლა ავიღოთ პენტესტერების დღიური შემოსავალი – მინიმუმ 500 დოლარია დღეში, საშუალოდ 1000 დოლარი დღეში. თან ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით იცვლება. საკმარისად მოვიყვანე მაგალითები.

რა არის ეხლა იმაში გასაკვირი, რომ გარდაცვლილი გოგონას ანგარიშზე 75 000 ლარი (დაახლოებით 25 000 დოლარი) შესაძლოა ყოფილიყო.

ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს ამ ინფორმაციას, აზიარებს უამრავი და ჩირქს ცხებენ გარდაცვლილს.

ერთ პროექტში შეიძლება გადაგიხადონ ეს თანხა. სანამ სისულელეებს დაწერთ და დაიჯერებთ, იქნებ ვინმეს ვინც თქვენზე მეტი იცის ჰკითხოთ მაინც. ეთიკის ნორმები დაიცავით მაინც.

კიდევ კომპიუტერის პაროლი როგორ ვერ გატეხესო? ხალხნო, FBI vs Apple ქეისი წაიკითხეთ მაინც, ასე მარტივი ამბავი არ არის ეს. ყველას კი არ აქვს პაროლად 123456. გმადლობთ“,- წერს ხა­თუ­ნა მშვი­დო­ბა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×