რეზონანსი
21.07.2020

გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი, გიორგის და მისი მეგობრის ვიდეოს აზიარებს. კომენტარებში წერენ, რომ გოგონა მის ახალგაზრდობას ჰგავს. თამუნა შალვაშვილი პასუხობს, რომ გოგონა უსაყვარლესია და ის გიორგის ჰგავს, მასავით ლამაზი და ნათელი თვალები აქვს.

თავად ვიდეოში წარმოდგენილი გოგონა, მარიამ გადიცკი კი წერს, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია.

„გიოს გავხარო რომ მეუბნებიან ხოლმე ამაზე დიდი კომპლიმენტი და ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს“ - წერს მარიამ გადიცკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
ნინო   (21.07.2020)
ღმერთმა გაგაძლიეროთ ქალბატონო თამუნა, რით განუგეშოთ არ ვიცი, ჩემი შვილების ასაკის არის ეს ნათელთვალება უსაყვარლესი ბიჭი, რომელსაც გულშემატკივარიც კი არ ყოლია არავინ საკუთარი ოჯახის გარდა. სამწუხაროდ გვყავს ქვეყანაში ისეთი ვამპირები, ვინ თქვენი შვილის გარდაცვალებით რეიტინგებს და ქულებს იწერენ, სამარცხვინო, უჯიშო, უგულო, არაადამიანები. მადლობა უფალს გიორგი მას ყვარებია ყველაზე მეტად და მის სპეტაკ გულს მეტი ტკივილი აღარ მიაყენა.

მაგდა   (21.07.2020)
ნათელი არ მოკლებოდეს გიო შენს უმანკო სულს,შენ დაიმკვიდრე ადგილი სადაც მართალნი განისვენებენ😢 ყველა შენს ცოცხალ მეგობრებს მკვდარი გიორგი ჯობია.მხოლოდ ერთი იმედი დაგვრჩა: ბოლო სიტყვა ეკუთვნის ღმერთს😘

მარინა მამალაძე   (21.07.2020)
ქალბატონო თამუნა პირველად რაც ამ ვიდეოებს უყურებ გულში სითბო ვიგრძენი ამ გოგონას დანახვაზე ღირსეული ძალიან სიმპათიური ჩანს და საყვარელი იმ გოგოებთან შედარებით ვინც ამოტივტივდა იმ ბინძურ დაბადების დღეზე .... ჩვენი გემოვნება დაემთხვა და მიხარია...უფალი თქვენსკენ

ეკატერინე   (21.07.2020)
ნათელთვალება კეთილო ბიჭო სანთელი და ნათელი შენს კეთილ სულს. უფალს ვთხოვ დაგიმკვიდროს სასუფეველი ცათა მოგიტევოს ცოდვანი შენი და გადაგაფაროს თავისი წმინდა კალთა დაგიფაროს და დაგიცვას. ამ მკვლელებს კი დარწმუნებული იყავით სამაგიერო აუცილებლად მიეზღვება. 😥😥😥❤

ჯეინ   (21.07.2020)
ეჰ გიო დედიიი... რა გინდა მანდ ცივ სამარეში შვილოო... შენ მანდ და შენი მკვლელები მიწის ზემოთ?! უფალი არ გაახარებს,ადრე თუ გვიან ყველას მიეზღვება... იძინე მარადიული ძილით დედი.... სანთელი და ნათელი შენს ვაჟკაცურ სულს გიორგი შვილო😣


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×