სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    19.10.2017

    თვითმმართველობის არჩევნების დღე ახლოვდება და ტრადიციულად წელსაც როგორც საზოგადოების ნაწილი, ისე პოლიტოლოგებიც გარკვეულ დაპირისპირებებსა და ხმაურს ელიან. ამასთან, აღნიშნავენ, რომ 2017 წლის მერობის არჩევნები მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება და შესაძლოა, შედეგებს ოპოზიციის აქციებიც მოჰყვეს, თუმცა იქვე ამბობენ, რომ ეს ხმაური არსებითი შედეგის მომტანი არ იქნება.

    "დაძაბული იმდენად არა, რამდენადაც ხმაურიანი. ერთი, ორი ყუთის მასშტაბში დაპირისპირებას დაძაბულს ვერ ვუწოდებ, ის, რომ ამ ყველაფერს დესტაბილიზაცია მოჰყვეს, არა. მაგრამ ხმაურიანი იქნება, შემიძლია ვთქვა, რომ მოწყენილი არ ვიქნებით. იქნება საპროტესტო აქციები, თუმცა არაფრის მომცემი. ჩვენთან უკვე აქციები და გამოსვლები აღარაფერს ცვლის", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

    არჩევნების დღეს ელოდებით თუ არა დაპირისპირებებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ვფიქრობ, იქნება დაპირისპირებები. ახლა მიმდინარეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის შემოღობვა. თუ ამის აუცილებლობაა, ეს ხელისუფლების მხრიდან მცდარ ნაბიჯად მიმაჩნია, რადგან ამის გაკეთება არჩევნების შემდგომაც შეიძლებოდა.

    დაპირისპირებები იქნება იმ რეიტინგების მიხედვით, რომლებსაც სხვადასხვა კომპანია იძლევა გამოკითხვებისას. აბსოლუტურად უაზროა დამოუკიდებელი კანდიდატის 2.2 მეათედი რეიტინი. ვფიქრობ, ხელისუფლება მოგებას ცდილობს და ეს ყველას კარგად ესმის, ხოლო მეორე ადგილზე "ევროპული საქართველოს" გაყვანა სურს. ჯერჯერობით ასე ჩანს და ვნახოთ.

     გია ბუღაძე (ფერმწერი): არჩევნების დღეს აუცილებლად იქნება დაპირისპირებები. შეიძლება, ეს არ იყოს კატასტროფული მასშტაბის, მაგრამ დაძაბულობაც და დაპირისპირებაც აუცილებლად იქნება, შეუძლებელია, ასე არ იყოს.

     

     

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): არ მგონია, დაპირისპირებები იყოს. შეიძლება იყოს ერთი, ორი ისეთი უბანი, სადაც მსგავს ფაქტებს ადგილი ექნება, მაგრამ მგონია და იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები დაპირისპირებების გარეშე, მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

     

     

     

     ანა რატიანი ჟურნალისტი): ალბათ პატარ-პატარა დაპირისპირებები იქნება, ნებსით თუ უნებლიეთ. ეს ყოველ წელიწადს არის და ამას მიჩვეულიც ვართ. მთავარია, სამართალდამცავები დროულად და პროფესიულად მოქმედებდნენ და პარტიებს არ ჰქონდეთ სურვილი, ატეხილი აჟიოტაჟითა და სკანდალით კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიქციონ.

    მე წყნარად ვუყურებ ამ არჩევნებს, რამდენი წელია, დავდივარ და ჩემს უბანზე ყოველთვის მშვიდი გარემოა, არც ერთ დროს არაფერი მომხდარა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter