სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    15.02.2016

     შაბათს ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღალოსნებმა" აშკარა უპირატესობით სძლიეს მასპინძლებს, პორტუგალიის ნაკრებს - 29:3, 4 ლელო დაუდეს "ლობუშს" და პრემიალური ქულაც მოიპოვეს. ამ მატჩის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გათამაშების ცხრილს მაქსიმალური 10 ქულით ლიდერობს.

    მამუკა ნაცვალაძე
    13.02.2016

     დღეს ლისაბონში, "უნივერსიტარიოზე" თბილისის დროით 18:30 საათზე პორტუგალიური "ლობუში" საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუხვდება. ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონიდან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

    მარი მგალობლიშვილი
    12.02.2016

     უკრაინის "დნიპროს" ექსნახევარმცველი ჯაბა კანკავა ახლა ფრაგული "რეიმსის" ღირსებას იცავს. ქართველმა ნახევარმცველმა უკრაინულ გამოცემა "მატჩ დეის" ინტერვიუ მისცა, სადაც საუბრობს "დნიპროში" გატარებულ პერიოდზე, საფრანგეთში ცხოვრებაზე და იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაშზე.

    რეზონანსი
    11.02.2016

     ნინი ხარაშვილი

    ძიუდოში არსებულ პრობლემებზე პარლამენტარმა ზურაბ ზვიადაურმა პარლამენტის სპორტის კომიტეტში ისაუბრა. როგორც ზვიადაური "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, ამის თქმა მაშინ გადაწყვიტა, რაც სპორტსმენებს ესაუბრა. ზვიადაური სპორტის სამინისტროს მოუწოდებს, რომ რეაგირება მოახდინონ ფაქტზე და ასევე დასძენს, რომ კომიტეტის სხდომაზე კიდევ სხვა დეტალებსაც გამოიტანს სააშკარაოზე.

    მარი მგალობლიშვილი
    10.02.2016

     ფიფამ "რეალს" სანქციები დაუწესა, რომლებიც ეხება იმ დროს, როდესაც ფრანგი მადრიდში, როგორც მოთამაშე გადავიდა - მიზეზი კი ის არის, რომ ზიდანს არ ჰქონია ესპანეთში ცხოვრების და მითუმეტეს თამაშის უფლება.

    მარი მგალობლიშვილი
    09.02.2016

     ძიუდოში დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. სპორტსმენების პრეტენზიები პარლამენტარმა ზურაბ ზვიადაურმა გაახმოვანა და პარლამენტის სპორტის კომიტეტში განაცხადა, რომ ძიუდოისტებს არასათანადო პირობებში უწევთ ვარჯიში.

    მამუკა ნაცვალაძე
    08.02.2016

     საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წლის პირველი ოფიციალური მატჩი რაგბი ევროპის პირველობაზე ავჭალაში გერმანიის ნაკრებთან გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 59:7 დაამარცხა.

    მამუკა ნაცვალაძე
    06.02.2016

     დღეს, 6 თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე 14:00 საათზე გაიმართება "რაგბი ევროპის" წლევანდელი გათამაშების პირველი შეხვედრა საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის.

    მამუკა ნაცვალაძე
    05.02.2016

     ხვალ, შაბათს, 6 თებერვალს, ქართველ მორაგბეთათვის 2016 წლის სანაკრებო სეზონი იწყება. 14:00 საათზე "ბორჯღალოსნები" "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების პირველ მატჩში ავჭალის სარაგბო არენაზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ.

    მამუკა ნაცვალაძე
    04.02.2016

     6 თებერვალს, 14:00 საათზე "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩში "ბორჯღალოსნები" გერმანიის ნაკრებს ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლებენ.

    მარი მგალობლიშვილი
    03.02.2016

     სანდრო კობახიძემ 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული "ვოლინის" რიგებში ადგილი დაიმკვიდრა. ქართველი ფეხბურთელის კარგი თამაში არ გამოპარვია "დნიპროს" მთავარ მწვრთნელს, მირონ მარკევიჩს და კობახიძე თურქულ შეკრებაზე წაიყვანა. ქართველი ფეხბურთელი დნეპროპეტროვსკულ კლუბს ეკუთვნის და იჯარის წესით თამაშობდა "ვოლინში", მაგრამ კობახიძემ თურქულ შეკრებაზე მხრის ტრავმა მიიღო, ამიტომ ის გუნდს ესპანურ შეკრებაზე ვეღარ გაჰყვა.

    მარი მგალობლიშვილი
    02.02.2016

     გიორგი ლორიას "ჩელსიდან" 2015 წლის სექტემბერში დაურეკეს და სასწრაფოდ კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. ვინაიდან ლონდონურმა კლუბმა პიტერ ჩეხი გაყიდა, ხოლო ტიბო კურტუა ტრავმირებული იყო და სატრანსფერო პერიოდი დაიკეტა, ამიტომ აბრამოვიჩის გუნდი მეკარის გარეშე დარჩა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter