სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    10.11.2009

    ამ უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა - ერთმანეთს "დინამო" და "ზესტაფონი" დაუპირისპირდნენ.

    მარი მგალობლიშვილი
    09.11.2009

    ყაზანის "რუბინმა" ჩემპიონთა ლიგაზე სასწაულები მოახდინა და კატალონიური "ბარსელონა" არ გაახარა - პირველ შეხვედრაში რუსულმა გუნდმა 2:1 მოიგო, ხოლო განმეორებით შეხვედრაში ფრე ითამაშა.
    ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებთან ასეთ წარმატებაში თავისი წვლილი ქართველმა მცველმა ლაშა სალუქვაძემაც შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რუსულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" სალუქვაძეს შეუმჩნეველი გმირი და დაუფასებელი ფეხბურთელი უწოდა.

    მარი მგალობლიშვილი
    08.11.2009

    საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობდა ოფიციალურად თემურ ქეცბაიას ჩააბარეს. ბოლოს ქართველი სპეციალისტი ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" მუშაობდა და მიმდინარე წლის მაისში გაურკვეველი მიზეზის გამო წავიდა გუნდიდან.
    ბერძნული კლუბიდან წამოსვლის დღიდანვე გაჩნდა ვარაუდები, რომ ქეცბაია გახდებოდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, თუმცა, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაშინ ეს წინადადება არასერიოზულად მიიღო, ვინაიდან მის დროს გუნდს არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი ედგა სათავეში.

    მარი მგალობლიშვილი
    04.11.2009

    2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. მუნდიალზე კოდ დუარიც იასპარეზებს. კოდ დიუარის ვარსკვლავი დიდიე დროგბა, რომელიც ინგლისის "ჩელსიში" გამოდის, ფიფას ოფიციალ საიტთან საუბრობს მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე და მისი გუნდის შანსებზე.

    მარი მგალობლიშვილი
    03.11.2009

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ჟურნალისტებს დაგვპირდა, რომ ექტორ რაულ კუპერი ჩამოვიდოდა საქართველოში თუ არა შეგვახვედრებდა - პრეზიდენტმა დანაპირები შეასრულა, თუმცა პრესკონფერენცია საკმაოდ უინტერესო და არაფრისმთქმელი აღმოჩნდა. ნაკრების თავკაცმა ჟურნალისტებთან საკმაოდ დიპლომატიურად ისაუბრა და ის პრობლემები, რომელიც დღეს ეროვნულ გუნდში არსებობს ისევ ბურუსით მოცული რჩება.

    მარი მგალობლიშვილი
    29.10.2009

    სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჯერ ჩერნიგორიაში იწვნია მარცხი, შემდეგ კი ბულგარეთთან განადგურდა. ორივე მატჩში მონაწილეობა მიიღო გუნდის კაპიტანმა კახა კალაძემ. თუმცა ქართველი მცველი "მილანში" დაბრუნებისას მოედანზე არ გამოჩენილა.

    მარი მგალობლიშვილი
    29.10.2009

    საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა. გიორგი დევდარიანის გუნდმა შოტლანდიაში გამართულ შესარჩევ ეტაპზე სამი შეხვედრა ჩაატარა, ჯერ პორტუგალიასთან დამარცხდა, ხოლო კვიპროსთან და მასპინძელ გუნდთან გამარჯვება მოიპოვა.
    როგორც დევდარიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, წარმატების მოპოვება მისმა შემუშავებულმა სისტემამ განაპირობა. წასვლამდე 17 წლამდელთა ნაკრები საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა.

    აკაკი გვიმრაძე
    28.10.2009

    საბერძნეთი ერთ-ერთ იმ ქვეყანათაგანია, რომელთანაც საქართველოს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი აქვს. დღეისათვის საბერძნეთში დაახლოებით 300 ათასი ქართველი ცხოვრობს, აქედან 50 ათასი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ თესალონიკში და მის შემოგარენშია.
    ამ ფაქტორის გათვალისწინებით დიდი ყურადღება ენიჭება ქართული ენისა და კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებასა და გაღვივებას ქართველ ემიგრანტებს შორის.

    მამუკა ნაცვალაძე
    26.10.2009

    2016 წელს, ზაფხულში რიო დე ჟანეიროში შვიდკაცა რაგბი პირველად მოირგებს ოლიმპიურ მანტიას. კოპენჰაგენში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რამდენადაც ჩვენთან სათამაშო სახეობებში ყველაზე უკეთესი შედეგები სწორედ სპორტის ამ სახეობაში გვაქვს.

    აკაკი გვიმრაძე
    23.10.2009

    ახლახან ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ქართველთა გუნდმა მთლიანობაში 8 მედალი მოიპოვა, საიდანაც 3 ოქროსი, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოსი იყო.
    პლანეტის პირველობაზე ჩემპიონები გახდნენ ახალგაზრდებს შორის ლევან ნახუცრიშვილი 68კგ-ში და მირიან გონჯილაშვილი %100კგ-ში, ჭაბუკებში კი ოქროს მედალი აიღო სლავა რეზესიძემ 87კგ-ში. ვერცხლის მედალი ჭაბუკებში დაისაკუთრა გიორგი ნოზაძემ 87კგ-ში, ხოლო ბრინჯაოები ახალგაზრდებში ჩამოირიგეს: გიორგი გეჯაძემ 48კგ. ნოდარ კუნდუხაშვილმა 82კგ. და ლაშა გურულმა 90კგ, ასევე ბრინჯაოს ჭაბუკებში შესწვდა გენადი ჩირგაძე 56კგ.

    მარი მგალობლიშვილი
    23.10.2009

    კიევის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად მილანის "ინტერთან" 2:2 ითამაშა. უკრაინული კლუბის ლიდერისთვის ანდრეი შევჩენკოსთვის "სან სიროზე" თამაში უცხო არ იყო, რადგან "მილანის" რიგებში მას არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია ამ სტადიონზე.

    მარი მგალობლიშვილი
    22.10.2009

    მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ დედაქალაქურ დერბში "ლოკომოტივთან" თავური დარტყმით გოლი გაიტანა და თან რეკორდიც დაამყარა. რუსული პრემიერლიგის ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქის კარი დალაშქრა - აქამდე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ჩემპიონატში 17 წლისა და 8 დღის ფეხბურთელს გოლი არასოდეს არ გაუტანია.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter