სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    02.12.2009

       თბილისის "ლელომ" კვირას კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი მოიგო. საქართველოს თასის გათამაშების ფინალურ მატჩში უმძიმეს და ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა თბილისის "ლოკომოტივი" 23:22 და შეინარჩუნა საპატიო ჯილდო, რომელიც გასულ წელს პირველად დაისაკუთრა.

    აკაკი გვიმრაძე
    01.12.2009

       აქვსენტი გიორგაძე და მისი "კასტრი" "ტოპ 14"-ს სათავეში მოექცნენ - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მე-14 ტურში კასტრელებმა მშობლიურ "პიერ ანტუანზე" დიმიტრი იაშვილის "ბიარიცი" გაანადგურეს 34:6, ხოლო ბასკეთში ჩაიშალა მატჩი "ბაიონასა" და ჩემპიონ "პერპინიოს" შორის.

      აქვსენტი გიორგაძე და მისი "კასტრი" "ტოპ 14"-ს სათავეში მოექცნენ - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მე-14 ტურში კასტრელებმა მშობლიურ "პიერ ანტუანზე" დიმიტრი იაშვილის "ბიარიცი" გაანადგურეს 34:6, ხოლო ბასკეთში ჩაიშალა მატჩი "ბაიონასა" და ჩემპიონ "პერპინიოს" შორის.

    მარი მგალობლიშვილი
    01.12.2009

       ამ უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატის მე-16 ტური გაიმართა. გათამაშების ლიდერმა "ოლიმპმა" სტუმრად "ვიტ-ჯორჯია" დაამარცხა 2:1 და ლიდერობა კვლავ შეინარჩუნა. "ზესტაფონმა" "სპარტაკთან" ფრე 3:3 ითამაშა და ლიდერ "ოლიმპს" 4 ქულით ჩამორჩა. "დინამომ" კი მინიმალური ანგარიშით აჯობა ზუგდიდის "ბაიას". თბილისურ კლუბში თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ედნილსონმა.

    აკაკი გვიმრაძე
    23.11.2009

    საქართველოს ნაკრებმა თავისი მეორე სანოემბრო ტესტმატჩი წააგო იტალიის "ა" ნაკრებთან 7:8 - პალმანოვას "სტადიო ბრუსეჩიზე "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ბიძინა სამხარაძის ლელოსა და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვის შედეგად 7:0 მოიგეს. თუმცა მეორე ნახევარში ჯარიმა და ლელო მიიღეს იტალიელებისაგან და 1 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

    აკაკი გვიმრაძე
    21.11.2009

    პროვინცია კიუშუში მიმდინარე წლის ბოლო ბაშოს მე-6 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისათვის. "ფუკუოკა კოკუსაი სენთერში" ქართველთაგან პირველი საბრძოლველად 28 წლის და 159 კილოგრამიანი კოკაი გამოვიდა, რომელმაც თავისი საყვარელი ილეთით იორიკირით დაამარცხა აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა შოტენრო.
    ამ გამარჯვების შედეგად ლევან ცაგურიამ ცოტათი გაიუმჯობესა ბალანსი და ამჟამად დასავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მატარებელ "შავ ზღვას" 2 მოგება და 4 წაგება აქვს.

    მარი მგალობლიშვილი
    21.11.2009

    2009 წლის 27 ოქტომბერი ის თარიღია, როდესაც "რეალის" ვიცე-კაპიტანმა გუტიმ სამეფო კლუბის მაისურა ბოლოს მოირგო. იმ დღეს გუტიმ "ალკონკონის" წინააღმდეგ ითამაშა. იმ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო ფეხბურთელს 24 დღე "რეალის" თამაშზე გუნდის ფორმა არ მოურგია.
    თუმცა როგორც ჩანს სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელს პელეგრინისა და ფეხბურთელს შორის მომხდარი უსიამოვნება ამოიწურა, რადგან პელეგრინი უახლოს მატჩში გუტის თამაშს აპირებს.

    აკაკი გვიმრაძე
    19.11.2009

    იტალიაში მყოფი საქართველოს ნაკრები თავის მეორე სანოემბრო ტესტისათვის ემზადება - გასულ შაბათს "ბორის პაიჭაძეზე" არგენტინელი "იაგუარების" ძლევის შემდეგ (24:22) "ბორჯღალოსნები" იტალიის "ა" ნაკრებს 20 ნოემბერს პატარა დასახლება პალმანოვაში შეეტაკებიან.
    შეხვედრა "სტადიო ბრუსეჩიზე" თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია იტალიურ ტელეკომპანია "რაისპორტზე" იქნება.

    მარი მგალობლიშვილი
    19.11.2009

    დავით თარგამაძე მესამე ქართველია, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგაში გამოდის, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი "ფრაიბურგის" შემადგენლობაში იშვიათად ჩნდება. ბოლოს თარგამაძემ "ბაიერნის" წინააღმდეგ ითამაშა. უთამაშებლობას კი იმით ხსნის, რომ მთავარი მწვრთნელი რობინ დუტმა გამოცდილ ფეხბურთელებს ენდობა.

    მარი მგალობლიშვილი
    18.11.2009

    საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ფლეი-ოფის დაძლევა მოუწევს - "მამლების" მეტოქე, ჯგუფში საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე ირლანდიაა. ფრანგებმა 14 ნოემბერს დუბლინში ნიკოლა ანელკას გოლის წყალობით იმარჯვეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს 2010 წლის მუნდიალზე მოსახვედრად. დღეს კი პარიზში გაიმართება განმეორებითი შეხვედრა.

    მარი მგალობლიშვილი
    18.11.2009

    საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა გულშემატკივარში იმედის ნაპერწკალი კვლავ გააღვივა. ეს კი ირლანდიასთან გამართულ მატჩში გამოჩნდა, როდესაც გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯანო ანანიძეს ქომაგები ტრიბუნიდან ტრიბუნაზე დაჰყვებოდნენ. ჯანო ვახსენეთ და აქვე გეტყვით რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა. ეს კი გუნდის ქართველი მწვრთნელის ოთარ გაბელიას დამსახურებაა.

    მარი მგალობლიშვილი
    17.11.2009

    სლოვენიის ნაკრებს თავის ისტორიაში მეორედ აქვს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისა. პირველად 2002 წელს კორეა-იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღეს სლოვენიელებმა მონაწილეობა. მეორედ მოხვედრისთვის მათია კეკის გუნდს ფლე-იოფში მოუწევს რუსებთან შერკინება. პირველ შეხვედრაში სლოვენები 1:2 დამარცხდნენ, ყველაფერი კი განმეორებით მატჩში გადაწყდება.

    აკაკი გვიმრაძე
    16.11.2009

    ქართულმა რაგბმა თავის 50 წლის იუბილე ლამაზი და მძიმე გამარჯვებით აღნიშნა - საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა ბოლო პერიოდის განმავლობაში და არგენტინის "ა" ნაკრები წვიმიან შეტაკებაში 24:22 დაამარცხა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter