სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    08.05.2014

    დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის მთავრობის წევრი მუსა ტაიპოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ნამდვილი ჩეჩნები არ იბრძვიან, იქ, შესაძლოა, ჩასულები იყვნენ "ჩეჩნურენოვანი რუსები" (ასე მოიხსენიებს კადიროვის ხალხს), მაგრამ მას ამ ადამიანებზე ინფორმაცია არა აქვს.

    ეკატერინე ბასილაია
    07.05.2014

     მარი ოთარაშვილი

    რუსეთი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით უკრაინაში ღიად შეჭრას არ აპირებს და ფსონს "მოხალისეებზე" აკეთებს. მათ შორის, სამხრეთელ ოსებზე, ჩეჩნებსა და სხვა ჩრდილოკავკასიელებზე და, ასევე, ომების ვეტერანებზე.

    ეკა ბასილაია
    30.04.2014

     დასავლეთის სანქციების მორიგი რაუნდის ფონზე, რომელიც იმაზე სუსტი გამოდგა, ვიდრე ელოდნენ (რის გამოც რუსული საფონდო ინდექსები გაიზარდა კიდეც), გუშინ სეპარატისტებმა შტურმით აიღეს ლუგანსკის მილიციის შენობა, რაც ამ ობლასტში (ოლქში) კიევის ხელისუფლების ბოლო საყრდენი იყო. მანამდე კი აიღეს საქალაქო და საოლქო ადმინისტრაციები და სხვა სამთავარობო შენობები. პოლიციას თავდამსხმელებისთვის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მეტიც, რუსული წყარები იუწყებიან, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები პრორუსი აქტივისტების მხარეს გადავიდნენ.

    მარი ოთარაშვილი
    30.04.2014

     არც ერთი ჩერქეზული კომპონენტი და არც რაიმე ნიშანი ჩერქეზული ეთნო-კულტურიდან ან ტრადიციიდან! სოჭის ოლიმპიადამ და ოლიმპიადის შემდეგდროინდელმა სიტუაციამ ჩერქეზებს დიდი იმედგაცრუება მოუტანა.

    თათია ჩაფიჩაძე
    29.04.2014

     ამ ეტაპზე უკრაინას საქართველოსგან სამხედრო დახმარება არა, თუმცა დიპლომატიურ დონეზე უფრო მეტი აქტიურობა სჭირდება - პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ აღამასრულებელი ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში აქტიური მხარდაჭერით არ გამოირჩევა და ის არჩეული კურსი, რომელიც ერთდროულად რუსეთთან და ევროპასთან კარგ ურთიერთობას გულისხმობს, საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისთვის წამგებიანი იქნება. საქართველოს პარლამენტში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების საგარეო რიტორიკა ქვეყნის ეროვნული ინტერესების ადეკვატურია.

    ეკა ბასილაია
    25.04.2014

     ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრად მწვავე შეტევებით განახლებული უკრაინის ანიტერორისტული სპეცოპერაციის საპასუხოდ რუსეთის არმიამ გუშინ "საკუთარი მოქალაქეების დასაცავად" უკრაინის საზღვრებს ჯარი მიაყენა და სამხედრო წვრთნა დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი რუსეთის ამ მუქარის საპასუხოდ კი აცხადებს, რომ სპეცოპერაცია ისევ გაგრძელდება, თუმცა უკრაინული ნაწილები ზოგიერთ პოზიციას თმობენ.

    ეკა ბასილაია
    24.04.2014

    აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. "მწვანე კაცუნების" წინააღმდეგ "შავი კაცუნები" გამოჩნდენ, რომლებიც პრორუსულად განწყობილ პირებს სასტიკად უსწორდებიან. როგორც "შავები" აცხადებენ, მათი მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში "მაიდანის" მხარდაჭერა და "მწვანე კაცუნების" სეპარატისტული მოქმედებების თავიდან აცილებაა.

    ეკატერინე ბასილაია
    24.04.2014

    თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა შთამომავლებს მიუსამძიმრა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის მთავრობის მეთაური ასეთ სამძიმარს გამოხატავს. განცხადება 9 ენაზეა გამოქვეყნებული, მათ შორის აღმოსავლურ და დასავლურ სომხურ დიალექტებზე.

    ეკატერინე ბასილაია
    23.04.2014

    აზერბაიჯანში კიდევ ერთი ცნობილი ადგილობრივი ჟურნალისტი, რაუფ მირკადიროვი დააპატიმრეს. გაზეთ "ზერკალოს" მიმომხილველი სომხეთის სასარგებლო ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლიდან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

    თიკო ოსმანოვა
    22.04.2014

     "ჟენევის დეკლარაციის" მიღების და შეთანხმების მიუხედავად უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. უკანონოდ მიტაცებული შენობები კვლავ სეპარატისტების მიერ არის ოკუპირებული, არადა რუსეთმა ვალდებულების შესრულების პირობა ჯერ კიდევ 4 დღის წინ დადო. ქართველი პოლიტოლოგები კი რუსეთისგან ვალდებულების შესრულებას არც ამ შემთხვევაში პროგნოზირებენ. მათი თქმით, რუსეთი არ ცნობს საერთაშორისო სამართალს.

    მაია აბაიაძე
    18.04.2014

     გაიზიარებს თუ არა ყირიმის ბედს აღმოსავლეთ უკრაინა და მოხდება თუ არა ამ ტერიტორიების რუსეთისთვის მიერთება - ამ საკითხზე პოლიტოლოგებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ პუტინი ამ ავანტიურაზე არ წავა, მეორე ნაწილის აზრით კი, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება გამორიცხული არ არის.

    ეკა ბასილაია
    16.04.2014

    კიევმა ბრძოლის დაწყება გაბედა და ამით განაცხადი გააკეთა იმაზე, რომ რუსეთისათვის უბრძოლველად ჩაბარებული ყირიმის მსგავსად დონეცკის ოლქისა და საერთოდ აღმოსავლეთ უკრაინის დათმობას არ აპირებს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×