ეკატერინე ბასილაია
02.06.2014

"ევრაზიულ კავშირში შესვლის თაობაზე სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, პირველ რიგში უსაფრთხოების თვალსაზრისიდან იყო ნაკარნახევი ყო და არა ეკონომიკურიდან. სომხეთში ყველას კარგად ესმის, რა შეიძლება მოხდეს, თუკი სომხეთი ამ კავშირში შესვლაზე რუსეთის წინადადებას არ მიიღებს. ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს კარგი ლუსტრაციაა იმ საფრთხის, რაც სომხეთის წინაშე იდგა, თუკი ის რუსეთის წინადადებაზე უარს იტყოდა," - სომხეთის საბაჟო კავშირსა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს სომეხი პოლიტოლოგი, სერგეი მინასიანი.

ვახტანგ შამუგია
29.05.2014

უკვე თვეზე მეტია, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. უკანასკნელ პერიოდში სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტებს შორის საბრძოლო შეტაკების ინტენსივობამ იმატა. სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ვიდეო და ფოტო-მასალა, რომელიც დონეცკსა და ლუგანსკში მიმდინარე დრამატულ მოვლენებში რუსულ კვალზე მიუთითებს.

აკაკი გვიმრაძე
19.05.2014

ასტანას მე-12 მედიაფორუმი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა თავისი არსებობის ისტორიაში ორგანიზაციული ხარისხით და თემების აქტუალობით - უკრაინის კრიზისი, ირანის ბირთვული პროგრამა, ომი სირიაში, სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში - სწორედ ამ თემებზე მიმდინარეობდა მწვავე დისკუსია ორი დღის განმავლობაში.

ეკატერინე ბასილაია
15.05.2014

 სომხეთი 1 ივნისისათვის საბაჟო და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ხდება. საუბარია იმაზე, რომ საბაჟო კავშირში გასაწევრიანებელი გეგმა 1 ივნისისათვის აუცილებლად უნდა მოესწროს. მანამდე კი, 29 მაისს, ასტანაში "სამეულის" სამიტზე რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის პირველი პირები ევრაზიული ეკნომიკური კავშირის შექმნის დოკუმენტს ოფიციალურად მოაწერენ ხელს.

ვახტანგ შამუგია
15.05.2014

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში მიმდინარე დრამატული პროცესები მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. დონბასის ტერიტორიაზე გართულებულია ჟურნალისტთა მუშაობა, რის გამოც ხშირია შემთხვევები, როდესაც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ამ ფონზე ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციამ, უკრაინაში ჩეჩენი და ოსი მოხალისეების გამოჩენის შესახებ დიდი რეზონანსი გამოიწვია, მათ შორის საქართველოშიც.

მაია აბაიაძე
09.05.2014

კრემლმა უკრაინაში არჩევნების ჩასაშლელად შესაძლოა, პირდაპირ სამხედრო აგრესიას ან ე.წ. პოლიტიკური ძალების გააქტიურებას მიმართოს - ასეთია ექსპერტთა საერთო მოსაზრება "რეზონანსთან" საუბრისას. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ უკრაინაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ასეთ შემთხვევაში ისედაც შერყეულ საერთაშორისო უსაფრთხოებას მეტი საფრთხე შეექმნება.

ეკატერინე ბასილაია
08.05.2014

დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის მთავრობის წევრი მუსა ტაიპოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ნამდვილი ჩეჩნები არ იბრძვიან, იქ, შესაძლოა, ჩასულები იყვნენ "ჩეჩნურენოვანი რუსები" (ასე მოიხსენიებს კადიროვის ხალხს), მაგრამ მას ამ ადამიანებზე ინფორმაცია არა აქვს.

ეკატერინე ბასილაია
07.05.2014

 მარი ოთარაშვილი

რუსეთი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით უკრაინაში ღიად შეჭრას არ აპირებს და ფსონს "მოხალისეებზე" აკეთებს. მათ შორის, სამხრეთელ ოსებზე, ჩეჩნებსა და სხვა ჩრდილოკავკასიელებზე და, ასევე, ომების ვეტერანებზე.

ეკა ბასილაია
30.04.2014

 დასავლეთის სანქციების მორიგი რაუნდის ფონზე, რომელიც იმაზე სუსტი გამოდგა, ვიდრე ელოდნენ (რის გამოც რუსული საფონდო ინდექსები გაიზარდა კიდეც), გუშინ სეპარატისტებმა შტურმით აიღეს ლუგანსკის მილიციის შენობა, რაც ამ ობლასტში (ოლქში) კიევის ხელისუფლების ბოლო საყრდენი იყო. მანამდე კი აიღეს საქალაქო და საოლქო ადმინისტრაციები და სხვა სამთავარობო შენობები. პოლიციას თავდამსხმელებისთვის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მეტიც, რუსული წყარები იუწყებიან, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები პრორუსი აქტივისტების მხარეს გადავიდნენ.

მარი ოთარაშვილი
30.04.2014

 არც ერთი ჩერქეზული კომპონენტი და არც რაიმე ნიშანი ჩერქეზული ეთნო-კულტურიდან ან ტრადიციიდან! სოჭის ოლიმპიადამ და ოლიმპიადის შემდეგდროინდელმა სიტუაციამ ჩერქეზებს დიდი იმედგაცრუება მოუტანა.

თათია ჩაფიჩაძე
29.04.2014

 ამ ეტაპზე უკრაინას საქართველოსგან სამხედრო დახმარება არა, თუმცა დიპლომატიურ დონეზე უფრო მეტი აქტიურობა სჭირდება - პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ აღამასრულებელი ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში აქტიური მხარდაჭერით არ გამოირჩევა და ის არჩეული კურსი, რომელიც ერთდროულად რუსეთთან და ევროპასთან კარგ ურთიერთობას გულისხმობს, საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისთვის წამგებიანი იქნება. საქართველოს პარლამენტში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების საგარეო რიტორიკა ქვეყნის ეროვნული ინტერესების ადეკვატურია.

ეკა ბასილაია
25.04.2014

 ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრად მწვავე შეტევებით განახლებული უკრაინის ანიტერორისტული სპეცოპერაციის საპასუხოდ რუსეთის არმიამ გუშინ "საკუთარი მოქალაქეების დასაცავად" უკრაინის საზღვრებს ჯარი მიაყენა და სამხედრო წვრთნა დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი რუსეთის ამ მუქარის საპასუხოდ კი აცხადებს, რომ სპეცოპერაცია ისევ გაგრძელდება, თუმცა უკრაინული ნაწილები ზოგიერთ პოზიციას თმობენ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×