ტატა შოშიაშვილი
14.06.2020

აშშ-ში დაწყებულმა საპროტესტო მოძრაობამ „ფერადკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" საფრანგეთისა და ინგლისის რამდენიმე ქალაქი მოიცვა. მასობრივი საპროტესტო აქციებისას პოლიციასთან შეტაკებაში არაერთი ადამიანი დაშავდა. ვითარებას განსაკუთრებით ძაბავენ სხვადასხვა რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში პოლიციას უპირისპირდებიან, ზოგჯერ კი - თავად აქციის მონაწილეებს.

საფრანგეთში მოძრაობის „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" მიერ შაბათს ორგანიზებული აქცია, რომელშიც 15 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აშშ-ში მიმდინარე აქციებით შთაგონებულმა ფრანგებმა 2016 წელს პოლიციელიების მიერ დაკავებისას გარდაცვლილი ადამ ტრაორეს სიკვდილი გააპროტესტეს ლოზუნგით: „სამართლიანობა ადამისთვის".

დემონტრანტთა შორის გარდაცვლილი ადამ ტრეორეს და, ასაც იყო, რომელმაც თანამოაზრეებს რასობრივი და სოციალური სისასტიკის აღმოფხვრისკენ მოუწოდა:

„ის, რაც აშშ-ში ხდება ჩვენთან, საფრაგნეთშიცაა - ჩვენი ძმები იღუპებიან", - თქვა მან.

გამოცემა „პარიზიენის" ცნობით, სამართალდამცველებმა 26 ადამიანი დააკავეს და დაკითხეს, რის შემდეგაც საღამოს აქცია მთლანად დაშალეს. პარიზის გარდა მცირე აქციები ლიონსა და მარსელში ჩატარდა.

რაც შეეხება ინგლისს, აქ სიტუაცია უფრო დაძაბულია, რადგან რასიზმის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს გაუჩნდნენ ოპონენტები და დაპირისპირებაში „მესამე რგოლად" ჩაერივნენ ისინი, ვინ ქალაქს იცავენ ვანდალიზმისა და ღირსშესანიშნაობების განადგურებისგან. მათ ყოფილი პრემიერის უინსტონ ჩერჩილის ძეგლს, რომელზეც საღებავებით რამდენიმე დღის წინ დემონსტრანტებმა წარწერები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ პოლიტიკოსი რაისისტი იყო, დიდი კოლოფი ჩამოაცვეს, რომელიც მას იცავს ვანდალებისგან.

ბრიტანელმა პოლიციელებმა აქციისა და კონტრ-აქციის მონაწილეების ერთმანეთისგან განსაცალკევებლად კორდონი შექმნეს. დემონტრანტებმა სამართლადამცველებს ბოთლები დაუშინეს. აქციის რომელიღაც წევრმა კორდონის ნაწილის დანგრევა მოახერხა და პოლიციელებს ბოთლებთან ერთად მაშხალები, დროშის ტარები და საგზაო კონუსები ესროლეს.

საბოლოოდ, აქციის ორგანიზტაროებმა აქცია დაშალეს და თანამოაზრეებს მოუწოდეს, რომ უახლოეს დღეებში თავი შეიკავონ დემონსტრაციაზე გამოჩენისგან, რადგან რადიკალ მემარჯვნეებთან შეტაკებების შანსი კრიტიკულად იზრდება.

შექმნილ სიუაციას ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პელი გამოეხმაურა:

„ყველამ, ვინ ძალადობისა და ვანდალიზმისკენ იხრება, კანონის ძალა მტელი სიმკაცრით უნდა შეიგრძნონ თავიანთ თავზე", - დაწერა მან „ტვიტერში".

ლონდონის გარდა რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ჩატარდა ბრაიტონში, ნიუკასლში, ლივერპულსა და ჩელმსფორდში.

პოლიციის ცნობისთანახმად, შეტაკებებში 27 პოლიციელი დაშავდა, ხოლო ათობით ეჭვმიტანილი კი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×