ტატა შოშიაშვილი
23.05.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განცხადებით, ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემიის ეპიცენტრმა სამხრეთ ამერიკასი გადაინაცვლა. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ ბრაზილია აღმოჩნდა. დაინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში უკვე მეორე ადგილზეა.

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ეპიცენტრად თავიდან ჩინეთი, შემდეგ დასავლეთ ევროპა, ბოლო დრომდე კი აშშ ითვლებოდნენ. ამჯერად, როგორც ჩანს, დაავადების გავრცელების მთავარი კერა სამხრეთ ამერიკა ხდება.

რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუში 290 000-ზე მეტი დაინფიცირებულია, ხოლო ლეტალური შედეგის რაოდრენობამ უკვე 19 000 მიაღწია.

„დაავადების შემთხვევათა მზარდი რაოდენობის მქონე სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. თუმცა აშკარაა, რომ მოცემულ ეტაპზე, ყველაზე მეტად ბრაზილია დაზარაზლა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი სიტუაციიის პროგრამის დირექტორი მაიკლ რაიანი.

მისი ბრიფინგის ტრანსლაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერის" პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა.

რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუს გარდა საკმაოდ მძიმე ვითარებაა ამაზონასისა და პერნამბუკუს შტატებში. რაიანი აცადებს, რომ ამაზონასში, სადაც 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 490 დაავადებული მოდის, რაც საგანგაშოა და საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში დარეგისტრირებულია 330,8 ათასი დაინფიცირებული, რომელთაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

ბრაზილიელმა ეპიდემიოლოგმა და სიცოცხლის ხანგრძლივობის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ალეშანდრე კალაშემ „ფინენშალ თაიმსთან" განაცხადა, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა ოფიციალური სტატისტიგისგან ბევრად განსხვავედებოდეს, რადგან სამედიცინო დახმარების მისაღებად საავადმყოფოებში მისვლა ბრაზილიური ფაველების (შედარებით ღარიბი რაიონები - რედ.) მცოვრებლებს არ შეუძლიათ. ფაველებში დაახლოებით 13 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×