სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    18.10.2019

     ბარსელონაში პროტესტი მწვავე ფაზაში გადადის, კატალონიის ქუჩები უკვე მეხუთე დღეა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. დღეს საღამოს კი სეპარატისტები საყოველთაო გაფიცვის მოწყობას აპირებვენ, რომელიც 6 საათზე უნდა დაიწყოს.

    პროტესტი უკავშირდება ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყოფილ კატალონიელ ჩინოვნიკებს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ორგანიზებისთვის ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ.

    საყოველთაო გაფიცვა საღამოს ექვს საათზეა დაგეგმილი, ამ დროისთვის ბარსელონაში დახურულია სკოლები, საბავშვო ბაღები, და სხვადასხვა ობიექტები, გაფიცვის შედეგედ ასევე მისალოდნელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებაც. კაფეების, სუვენირების მაღაზიებისა და სუპერმარკეტების მეპატრონეები აცხადებენ, რომ სიტუაციაზე შესაბამისად იმოქმედებენ და არეულობის შემთხვევაში სავაჭრო ობიექტებს დახურავენ.

    ამავე დროს ბელგიის ტელევიზია Ln24 იუწყება, რომ კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის პოლიციის ფედერალურ განყოფილებაში თავისი ნებით მივიდა.

    აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები მას დაკითხავენ, მოგვიანებით კი საქმე სასამართლოს გადაეცემა. მათ მოუწევთ ესპანეთში მის სახელზე ორდენის შესახებ აცნობონ,ამის შემდეგ კი, როდესაც ექსტრადირების საკითხი გადაწყდება ან დააპსტიმრონ, ან გაათავისუფლონ, როგორც ეს ორი წლის წინ მოხდა.

    შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

    ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ კატალონიის ყოფილი ლიდერებისათვის პატიმრობის შეფარდებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.

    შემდეგ ესპანეთმა პუჩდემონის სახელზე, რომელიც ბელგიაში იმალებოდა, საერთაშორისო და ევროპული დაკავების ორდერი გამოსცა.

    2017 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა.

    ცენტრალურმა მთავრობამ რეფერენდუმის ჩატარების ხელის შეშლა სცადა, მათ შორის ძალის გამოყენებითაც, შედეგადაც 893 ადამიანი დაშავდა, მადრიდმა რეფერენდუმის შედეგები არ სცნო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×