სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    14.08.2019

     „როგორც კი თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოხდა, გამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა", - ასეთია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განმარტება ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში რუსეთის, ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან ნატოს ავიაგამანადგურებლის მიახლოებასთან დაკავშირებით.

    ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ნატოს ძალების ქმედება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მისივე თქმით, აღნიშნულ პრაქტიკას იყენებენ მაშინ, როდესაც კონკრეტული თვითმფრინავი, რომელიც ქვეყნის საჰაეროს სივრცეში შემოდის და არ გადასცემს რადიო სიგნალს.

    "ეს არ იყო დაშინების პოლიტიკა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცეს უახლოვდება თვითმფრინავი, რომელის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ანუ, ვთქვათ, ეს თვითმფრინავი არ გადასცემს რადიო სიგნალებს, როგორც წესი ყველა სამგზავრო და სამხედრო თვითმფრინავების დიდი ნაწილი ასეთ სიგნალს გადასცემს, რომელიც ატყობინებს რომელი თვითმფრინავია, საიდანაა რა სიმაღლეზე მიფრინავს და ა.შ.

    "ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც ნატოს წარმომადგენლები აცხადებენ, მათი გამანადგურებელი ეფ-18 იმიტომ მიფრინდა ახლოს, რომ აინტერესებდა დაედგინა თუ ვისი თვითმფრინავი იყო და როდესაც მათ დაადგინეს, რომ ეს თვითმფრინავი რუსეთის იყო, მათ თავიდან არ იცოდნენ რომ იქ რუსეთის თავდაცვის მინისტრი იჯდა, ამის შემდეგ მათ შეცვალეს ფრენის მარშრუტი"- ამბობს ალადაშვილი.

    აღსანიშნავია, რომ შოიგუს თვითმფრინავის ინციდენტს წინ უძღოდა კიდევ ერთი ინციდენტი რუსული სამხედრო ავიაციის მონაწილეობით. 12 აგვისტოს ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა გზა გადაუღობეს ორ რუსულ „ტუ-142"-ს, რომლებიც ბრიტანეთის საჰაერო სივრცისკენ მიიწევდნენ.

    ალადაშვილმა ამ საკითხზეც გვესაუბრა.

    "საერთოდ ასეთი ფრენები ცივი ომის დროს იყო ხშირი, შემდგომ შენელდა, ახლა ისევ გახშირდა გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ამბიციები გაიზარდა. იგივე ტუ-142 ტიპის შორი მოქმედების თვითმფრინავები შექმნილია სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზაზე და მათი ძირითადი მოვალეობა შორ მანძილზე წყალქვესა ნავების აღმოჩენაა.

    "მათი ფრენა, როგორც წესი, იწვევს ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემის სრულ მზადყოფნაში მოყვანას, რადგან ეს არის რუსეთის სტრატეგიული ავიაცია.

    "ეს მაშინ ხდება, როდესაც ნატოს თვითმფრინავები, ვთქვათ, დაფრინავენ რუსეთის საჰაერო სივრცის სიახლოვეს, ეს მიღებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში და ამაში გარკვეული დიდი საშიშროება არ არის, თუმცა მეორე მხრივ თუ ეს საჰაერო დაახლოება ძალიან ხდება რამდენიმე ათეულ ან სულ რამდენიმე მეტრში, მაშინ უკვე რა ქმა უნდა ეს უკვე სახიფათო ხდება.

    შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავი კალინინგრადიდან მოსკოვში მიფრინავდა, მათი თქმით, ნატოს ავიაგამანადგურებელმა „ეფ-18"-მა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, თუმცა მას ამაში მინისტრის თვითმფრინავის თანმხლებმა რუსულმა „სუ-27"-ებმა შეუშალეს ხელი, რომლებმაც მანევრის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

    რუსული მედიისვე ცნობით, აღნიშნული ინციდენტი შოიგუს თვითმფრინავში მჯდომმა ერთერთმა მგზავრმა გადაიღო, რომელიც შემდგომ რუსულმა ერთ-ერთმა ტელეარხმა გაავრცელა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    შალვა   (16.08.2019)
    ჩამოეგდოთ ეგ ტერორისტი ჯობდა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×