სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    14.08.2019

     არხანგელსკის ოლქში, რუსულ სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქება, რომელმაც რადიაციის დონის მკვეთრი მატება გამოიწვია და მთელი მსოფლიო აალაპარაკა, დღემდე ბურუსითაა მოცული. კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში, არავის აქვს. თუმცა სამხედრო პოლიგონის ახლოს მდებარე სოფლის ევაკუაცია მოსკოვმა უკვე გამოაცხადა, მაგრამ მიზეზად სულ სხვა გარემოება დაასახელა.

    ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა სულ მცირე, 20-ჯერ მოიმატა.

    მძლავრდება ეჭვები, რომ 8 აგვისტოს ქვეყანაში ბირთვული კატასტროფაა მომხდარი და კრემლი ამას მალავს. ამის შესახებ ბრიტანული „დეილი მეილი" იუწყება. აღნიშნული მონაცემების საპირისპიროდ, რუსეთის პირველი ოფიციალური ინფორმაციით, რადიაციის დონემ მოიმატა სულ რაღაც 2-ჯერ, რაც ადამინთა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

    „დეილი მეილი" ეჭვობს, რომ რუსეთი კატასტროფის რეალურ მასშტაბებს მალავს და შესაძლოა, 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი უზარმაზარი აფეთქების სცენარი გაამეოროს თავისი დუმილისა და რეალური ფაქტების დამალვით.

    ამ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტი, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული 6 პირი სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს მოსკოვის ბურნასიანის სახელობის ფედერალურ სამედიცინო ბიოფიზიკურ ცენტრში, რომელიც რადიაციული დასხივების მკურნალობაზე სპეციალიზდება.

    ამასთან, 8 აგვისტოს ინციდენტის შედეგად დაღუპულებიც და დაშავებულებიც სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი, ხოლო მოგვიანებით მათი სპეცსამოსი, ისევე როგორც იმ მედიკოსებისა, რომელთაც დაშავებულებს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, სასწრაფო რეჟიმში გაანადგურეს.

    აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 8 აგვისტოს, რუსეთში, არხანგელსკის ოლქში ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი" (ნატოს კლასიფიკაციით Skyfall) ბირთვული დანადგარით აფეთქდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

    „აშშ ბევრს სწავლობს რუსეთში რაკეტის აფეთქების მაგალითზე. ჩვენ გვაქვს მსგავსი, თუმცა უფრო მოწინავე ტექნოლოგიები. რუსული Skyfall-ის აფეთქებამ ხალხი აიძულა ჰაერის დაბინძურებაზე ენერვიულა. ცუდია", - წერს ტრამპი.

    მაგრამ, ყველაფერი ამით არ დასრულებულა, რადგან 8 აგვისტოს აფეთქების შემდეგ 10 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღიარა, რომ ობიექტი არხანგელსკის ოლქში, რომელზეც 8 აგვისტოს აფეთქება მოხდა, შესაძლოა რადიაციის წყარო ყოფილიყო.

    12 აგვისტოს კი რუსეთის ქალაქ საროვის ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელობამ არხანგელსკის ოლქში მომხდარი აფეთქების დეტალები გაამხილა. ფიზიკოსების მტკიცებით, თეთრ ზღვაში ბირთვული რეაქტორი აფეთქდა.

    ინფორმაცია, რომ არხანგელსკში რაკეტა Skyfall-ი აფეთქდა, 9 აგვისტოს ამერიკელმა ექსპერტმა ჯეფრი ლიუსიმა თქვა. 12 აგვისტოს, "ნიუ იორკ თაიმსმა" აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით დაწერა, რომ სწორედაც, რომ Skyfall-ის პროტოტიპმა გამოიწვია აფეთქება, რის გამოც „როსატომის" 5 და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 6 ადამინი კი დაშავდა (სხვა მონაცემებით 16, რომელთაგან 6-მა დასხივება მიიღო).

    საგულისხმოა ისიც, რომ „რია ნოვოსტის" წყაროს ინფორმაციით, რომელიც სამხედრო პოლიგონის ახლოს მდებარე სოფელის ერთერთი მაღალჩინოსანია, აცხადებს, რომ სოფელ ნენოკსას ევაკუაცია გამოაცხადა მოსკოვმა, მაგრამ მიზეზი არა რადიაციის გაზრდილი დონეა, არამედ სამხედრო სწავლებები - აცხადებს სევეროდვინსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქსენია იუდინა.

    რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსამსხურის უფროსი დმიტრი პესკოვი გადაჭრით უარყოფს იმას, რომ უბედური შემთვევა ბირთვული ძრავის მქონე ფრთოსანი რაკეტის - „ბურევესტნიკის" (Skyfall) გამოცდის დროს მოხდა:

    „უბედური შემთხვევები ყოველთვის ხდება, რაც ყოველთვის ტრაგედიაა. მაგრამ მოცემულ დროს მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდნენ ის გმირები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ამ უბედურ შემთხვევას", - დასძინა პესკოვმა.

    „ჩერნობილის" ტრაგდიის სცენარის კიდევ ერთხელ გამეორების საფრთხეზე თავად პუტინის მხარდმჭერებიც კი ალაპარაკდნენ. რუსი ჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი თავისი „ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ თეთრი ზღვის ერთერთ ყველაზე დიდ, დვინის უბეში 8 აგვისტოდან, კონტინენტთაშორისი რაკეტა „ბურევესტნიკის" ბირთვული აფეთქების შემდეგ თევზაობა აკრძალულია.

    კარაულოვი აღიარებს და წერს, რომ ჩრდილოეთის ზღვის უდიდესი ნაწილი რადიაციითაა დაბინძურებული, რის გამოც ყველა ხომალდი თუ ნავი, მათ შორის სათევზაოც, ტერიტორიიდან გაიყვანეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×