სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    28.06.2019

     დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ლიბერალიზმთან და ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა დასავლეთის ქვეყნებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. კერძოდ იმან, რომ თითქოსდა ლიბერალიზმს "ყავლი გაუვიდა" და თავის საწყის მიზნებს უკვე არ ემსახურება. ასევე დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ მის კომენტარებს ლგბტ უფლებებზე, რაც, პუტინის ტქმით, ერთგვარად ჩრდილს აყენებს კულტურას, ტრადიციებს და ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს.

    ინტერვიუში, რომელიც პუტინმა გავლენიან გამოცემა „ფაინენშლ ტაიმსს" დიდი ოცეულის სამიტის დაწყების წინ მისცა, ასეთი ფრაზა გააჟღენა:

    "ლიბერალიზმი მოსახლეობის დიდ უმრავლესობასთან კონფლიქტში მოდის" და ასევე დასძინა, რომ "რუსეთში ლგბტ ადამიანებს არავითარი პრობლემა არ ექმნებათ".

    „ახლა ისინი (ლიბერალები) ამბობენ, რომ ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ ხუთი თუ ექვსი გენდერული როლი, მეც არ ვიცი რამდენი," - ამბობს პუტინი.

    ამავე ინტერტვიუში პუტინმა შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკიდან მომავალი მიგრანტების წინააღმდეგ მის მიერ გატარებული ღონისძიებების გამო.

    რუსეთის პრეზიდენტი აგრეთვე მიგრაციის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ დასავლეთსი გაბატონებული კონიუქტურა მიგრანტებს საშუალებას აძლევს "დაუსჯელად მოკლან, ძარცვონ და გააუპატიურონ".

    ამ განცხადებებმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პრეზიდენტ პუტინს დასავლელი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურენ. კერძოდ, აი, რა თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა:

    „პუტინის განცხადებები ნიშნავს იმას, რომ მოძველებულია თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მე კი ვფიქრობ, რომ სინამდვილეში მოძველებული არის ავტორიტარიზმი, პიროვნების კულტი და ოლიგარქების მმართველობა, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს საკმაოდ ეფექტურია," - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved