სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დიდი დაპირისპირება ოკუპირებულ ლუგანსკში - "რუსეთი ამ ორ რეგიონში თავადაც ვერ ახერხებს წესრიგის დამყარებას"
    ნინო ქეთელაური
    23.11.2017

     უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკში შეიარაღებული ფორმირების 200-მდე წევრმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურის შენობა დაიკავა. ამის შესახებ გაერთიანება "სხვა ლუგანსკი" იტყობინება. "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით კი, ოპერაციას ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის შსს ატარებს.

    როგორც ცნობილია, ლუგანსკში უკანასკნელ ხანს ვითარება საგრძნობლად დაიძაბა. დაპირისპირებაა ე.წ. "სეპარატისტული რესპუბლიკის" ხელისუფლებაში.

    ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბოევიკების მეთაური იგორ პოლოტნიცკი და მის მიერ გადაყენებული ე.წ. შს მინიტრი იგორ კორნეტი, რომელიც ბრძანებას არ დაემორჩილა და შეიარაღებული ხალხის დახმარებით 21 ნოემბერს ლუგანსკის ცენტრში ადმინისტრაციული შენობა დაიკავა.

    მოგვიანებით, ლუგანსკში დაუდგენელი სამხედრო პირები გამოჩნდნენ. უკრაინის ძალოვანი უწყებები რუსული ტანკების მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ საუბრობენ.

    ოკუპირებული ლუგანსკის მიმართულებით საბარგო მანქანების, ჯავშანტექნიკისა და რამდენიმე ათეული შეიარაღებული ადამიანის გადაადგილება ეუთო-ს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამაც დააფიქსირა.

    აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის უცნობია, სპეცოპერაცია უწყების ხელმძღვანელ ვლადიმერ ჩერკოვის განკარგულებით ტარდება თუ გათავისუფლებული შსს-ს ლიდერ იგორ კორნეტის მიმართ ლოიალური სამართალდამცველების მიერ.

    მანამდე, კორნეტმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერ იგორ პლოტნიცკს "მთავარი და სამხედრო პროკურორის გადაცემა შესთავაზა". პლოტნიცკის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შექმნილ სიტუაციას ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირებს.

    თავად კორნეტი თავის გადადგომას არ აღიარებს და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მაღალჩინისნები უკრაინის სპესამსახურებისთვის მუშაობასა და სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვასთან კავშირში დაადანაშაულა.

    ცნობისთვის, პლოტნიცკიმ კორნეტი თანამდებობიდან ორი დღის წინ გაათავისუფლა, მიზეზად კი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დასახელდა.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ლუგანსკში ისეთივე პროცესები მიმდინარეობს, როგორსაც აფხაზეთში მთელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ვადევნებდით თვალს.

    "როგორც ხედავთ, იქ წესრიგს ვერ ინარჩუნებს რუსული რეჟიმი. ჩვენ აქვე საოკუპაციო საზღვრებთან ვუყურებთ, რა დღეში არიან რუსი მესაზღვრეები, რომლებიც სეპარატისტებთან ერთად იტაცებენ ხალხს და ა.შ. ეს ხდება ელემენტარული გამოსასყიდის მიზნით, ისინი საშოვარზე არიან და იქაც იგივე პროცესი მიმდინარეობს.

    "ლუგანსკშიც და დონეცკშიც ყოველდღე სროლაა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩაიცვა ფორმა. რუსეთს სურს წარმოაჩინოს ისე, თითქოს არაფერში ჩარეულა, მაგრამ თავიდან მისი აშკარა დახმარებით მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები.

    "წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას თავის რეგიონებში არ გაუჭირდებოდა წესრიგის დამყარება", - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ამ ორ რეგიონში სიტუაციის დამშვიდება რთულად პროგნოზირებადია.

    "დღეს იქ რუსეთის რეგულარული არმია აღარ აქტიურობს, ჩანაცვლდა ადგილობრივი მოსახლეობით, ბევრი შეიძლება რუსეთიდანაც გადასახლდა და ჩაიცვა ფორმა, არ არიან პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები, მაგრამ ამ ხალხისგან, რა თქმა უნდა, იქ წესრიგს არ უნდა ველოდოთ.

    "როგორც ჩანს, რუსეთი ამ ორ რეგიონში, თავადაც ვერ ახერხებს წესრიგის დამყარებას. ქაოსია და სავარაუდოდ, გაგრძელდება საკმაოდ დიდხანს, მიუხედავად საერთაშორისო ჩარევისა და სამშვიდობო პროცესებისა, რომელიც საკმაოდ უსამართლოდ მიმდინარეობს იმ სცენარებით, რომლებიც რუსეთს აწყობს უკრაინის საზიანოდ. თუ რაღაც გზით კონფლიქტის გაყინვა არ მოხდა, სიტუაციას დამშვიდება არ უწერია", - ამბობს სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter