სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    19.09.2009

    მინისტრთა საბჭომ იმსჯელა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ასოცირებული შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ გასატარებელი სტრატეგიის თაობაზე.
    მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნოემბრის დასაწყისში მოამზადებენ ამ შეთანხმების პროექტებს და თითოეულ ინდივიდუალურ სახელმწიფოსთან დაიწყება ამ შეთანხმებების ხელმლწერისა და გაფორმების პროცესი. მანამდე კი 26-27 ოქტომბერს ამ საკითხებთან დაკავშირებით შედგება კონსულტაციები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.
    რას გულისხმობს ასოცირებული შეთანხმება და რა სიახლეებს ელის საქართველო, ამ საკითხებზე "რეზონანსი" ევროპასთან ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტს, ვასილ ჭყოიძეს ესაუბრა.
    "ასოცირებული შეთანხმება გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ჩამოყალიბებას ევროკავშირთან და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, ასევე გულისხმობს აქტიურ პოლიტიკურ თანამშრომლობას მხარეებს შორის. ასოცირებული შეთანხმების პარალელურად საქართველოს ინტენსიურ მოალაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ტექსტი უკვე შეთანხმებულია ევროკავშირთან და დარჩენილია ხელმოწერისა და შემდგომი რატიფიცირების პროცედურები. ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, დაახლოებით 6-7 თვე დასჭირდება.
    ასოცირებული შეთანხმება, რომელზეც მიმდინარეობს საუბარი, არ ითვალისწინებს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. იგი უფრო მეტად წააგავს ევროკავშირისა და ბარსელონას პროცესში მონაწილე სახელმწიფოებს შორის გაფორმებულ ასოცირებულ შეთანხმებებს. თუმცა "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში შემოთავაზებული ასოცირებული შეთანხმებები საშუალებას მისცემს საქართველოს, მოახდინოს ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ინტეგრირება და მიიღოს შესაძლებლობა, ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია უფრო გამარტივებული წესით შეიტანონ.
    მართალია, ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის მიმართ გააჩნია გარკვეული სტრატეგია და რეგიონალური მიდგომა, მაგრამ ასოცირებული შეთანხმების გაფორმების ტემპები, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ევროკავშირთან დაახლოების სისწრაფე და ხარისხი მთლიანად არის დამოკიდებული კონკრეტულ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების ტემპებზე. ანუ ამით ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინდივიდუალური მიდგომების და პირობითობის პრინციპის დიდ მნიშვნელობას "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში", - განაცხადა ვასილ ჭყოიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter