ნაზი ბერიძე
08.05.2023

ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვალის მებრძოლები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან საბრძოლო მასალასა და შეიარაღებას მიიღებენ და ისინი ბრძოლის ველს არ დატოვებენ. ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი პრიგოჟინს ადანაშაულებს, რომ „ახმატის" სამხედრო დაჯგუფებას რთული არეალების აღება უწევს.

ამერიკის შემსწავლელი ინსტიტუტი კი წერს, რომ პრიგოჟინიც და კადიროვიც ცდილობენ ბახმუტის წარუმატებლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადააბრალონ. თადარიგის გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს ერთგვარი შიდა დაპირისპირების თამაშებია, რაც სამხედრო პოზიციათა წინ წაწევის მონაცვლეობაზე აისახება.

„გვპირდებიან, რომ მივიღებთ საბრძოლო მასალასა და შეიარაღებას იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება შემდგომი მოქმედებების გასაგრძელებლად. გვეუბნებიან, რომ ბახმუტში შეგვიძლია ვიმოქმედოთ ისე, როგორც საჭიროდ მიგვაჩნია",-განაცხადა პრიგოჟინმა.

ჩეჩნეთის ლიდერმა კადიროვმა, დაჯგუფება „ვაგნერის" მეთაური საჯაროდ გაკეთებული განცხადებისთვის გააკრიტიკა. კადიროვის თქმით, „ვაგნერმა" ბახმუტის მხოლოდ ადვილად ასაღები რაიონების დაკავება შეძლო, ყველაზე რთულ მონაკვეთებს კი ჩეჩენ მებრძოლებს უტოვებს. კადიროვს გაუკვირდა ისიც რომ პრიგოჟინმა იარაღის უკმარისობის გამო საჯარო ისტერიკა მოაწყო და „ვაგნერის" მებრძოლებს ბატალიონ „ახმატში" გადასვლა შესთავაზა.

მანამდე, „ვაგნერის" მეთაურმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იარაღის არა საკმარისად მიწოდებაში დაადანაშაულა და 10 მაისისთვის ბახმუტიდან საკუთარი მებრძოლების გაყვანა დაანონსა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ბახმუტში „ვაგნერის" ჩეჩენი მებრძოლებით ჩანაცვლების თხოვნით კადიროვმა პუტინს უკვე მიმართა

თადარიგის გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს რომ ადგილი აქვს შიდა დაპირისპირებებს, რაც აისახება მსგავს განცხადებებსა და საომარ მოქმედებებში.

"ვაგნერი არ დატოვებს ბრძოლის ველს. მიღებულია უკვე გადაწყვეტილება გააგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს და რუსული ჯარების მთავარდალი სუროვიკინი დანიშნეს შუამავლად რუსეთის გენშტაბსა და ვაგნერს შორის, რადგან ადგილი ჰქონდა შიდა დაპირისპირებებს ფეესბესა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს შორის.

„რაც შეეხება შიდა დაპირისპირების მიზეზებს: პრიგოჟინი არის ფეესბეს მხარდაჭერილი, აქ არის მთავარი პოზიციების გაძლიერება პუტინის სიახლოვეს. დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს თავდაცვის სამინისტროსა და ფეესბეს შორის. რადგან არის დაპირისპირება, ხან ერთი წამოიწევა ხან მეორე. მმართველებს როგორც პუტინია სხვადასხვა პოლუსის გაძლიერება უყვართ ხოლმე, ბალანსის შენარჩუნება.

„გამოჩნდა რომ პრიგოჟინმა, ფეესბემ გარკვეული უპირატესობა მოიპოვა" - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ამერიკის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აქვეყნებს ანგარიშს, რომლის მიხედვით, ევგენი პრიგოჟინის და რაზმან კადიროვი ცდილობენ რუსეთის არმია არაეფექტურად წარმოაჩინონ და ქმნიან პირობებს, რომ ბახმუტის რაიონში წარუმატებლობისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაანაშაულონ.

ანგარიშის თანახმად, პრიგოჟინის გადაწყვეტილება- პასუხიმგებლობა გადასცეს თავის თანამოაზრეს გამოიყურება როგორც მცდელობა, მეორე პლანზე გადასწიოს საჰაერო-სადესანტო ჯარების ნაწილი, რომლებიც მოქმედებენ ფლანგებზე და წარმოაჩინოს ქალაქისთვის ბრძოლა ვაგნერელების და ახლა უკვე კადიროველების ბრძოლად.

ანალიტიკოსების თქმით, თუ კი ჩეჩნური „ახმატის" ძალები წააწყდებიან იგივე სირთულეებს, რასაც ვაგნერელები და ვერ შეძლებენ სრულად ბახმუტის დაკავებას, პრიგოჟინმა და კადიროვმა შესაძლებელია რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადეკვატური სამხედრო დახმარების აღმოჩენის გარეშე დატოვებაში დაადანაშაულონ - ნათქვამია ანგარიშში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×