თამთა ჩაჩანიძე
15.03.2023

ჩინეთმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ რუსეთი დამარცხდება, დასავლეთი ჩინეთით დაკავდება, პეკინს კი თავის ამოცანა აქვს - ტაივანის დაბრუნება. ასევე ჰეგემონიის მოპოვება თუ მთელს მსოლფიოში არა, ევრაზიულ სივრცეში და აფრიკაში. მისთვის ომი მომგებიანი თემაა, ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა უკრაინის ომის ფონზე რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობაზე საუბრისას.

ამასთან, არეშიძე მიიჩნევს, რომ ის, რაც ხდება „ჩინეთისთვის მისწრებაა", რასაც სათავისოდ კარგად იყენებს როგორც პოლიტიკური, ესე სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით.

„რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები ახლა ისედაც გაღრმავებულია და საკმაოდ სერიოზულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი შექმნილი ვითარებით სარგებლობს და ეკონომიკურ კონტრაქტებს სათავისოდ ირგებს, რუსეთი იძულებულია თამაშის ამ წესზე გაჰყვეს.

„საერთოდ უნდა ითქვას, რომ აქამდე თუ ეს ორი ქვეყანა პარტნიორი იყო, ახლა რუსეთი ჩინეთისთვის უმცროსი პარტნიორი ხდება, თუმცაღა მოსკოვს სხვა გამოსავალი არ აქვს. ჩინეთს ეს მდგომარეობა აწყობს, მაქსიმალურად შეეცდება, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა არ გააღრმავოს, შესაძლოა ტენოლოგიების კომპონენტების ჩუმი გადაცემა იყოს, მაგრამ ღიად ამას არ გააკეთებს.

„ის, რაც ხდება, ჩინეთისთვის მისწრებაა, რადგან ორიენტირებულია იმაზე, რომ მხარეები - დასავლეთი და რუსეთი - ამ ომში მალე დასუსტდებიან. ამიტომაც ის გეგმა, რაც პეკინმა გამოაქვეყნა, ჩავთვალოთ, რომ გინდ ყოფილა გინდ არა. ჩინეთის მთავარი ამოცანა სიტუაციის მედიატორის როლის მორგება (არა რუსეთსა და უკრაინას, არამედ ზოგადად დასავლეთსა და რუსეთს შორის) და სამხედრო ვითარების შენარჩუნებაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გარეშე.

„ჩინეთმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ რუსეთი დამარცხდება, დასავლეთი ჩინეთით დაკავდება, პეკინს კი თავის ამოცანა აქვს - ტაივანის დაბრუნება. ასევე ჰეგემონიის მოპოვება თუ მთელს მსოლფიოში არა, ევრაზიულ სივრცეში და აფრიკაში. მისთვის ომი მომგებიანი თემაა, მაგრამ ღიად ილაპარაკებს მოკავშირეობაზე, მეგობრობაზე და ა.ს.

სი ზინპინი მოსკოვში თუნდაც იმიტომ ჩადის, რომ რუსეთთან კეთილგანწყობილი ურთირთობის მაქსიმალური დემონსტრირება მოახდინოს, არა მთლად პარტნიორული, მაგრამ კეთილგანწყობილიც და ისიც, რომ რუსეთს რაღაცნაირად მხარს უჭერს. ამ ვიზიტს არავითარი შედეგები არ მოჰყვება, მაგრამ ის პროცესი გაგრძელდება, რომელიც თავში აღვნიშნე. სი ძინპინი პუტინს გაამხნევებს, იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ ისინი და რუსები რაღაც სეგმენტში ერთად არიან და ამ ეტაპზე ამით დამთავრდება ყველაფერი", -განაცხადა მამუკა არეშიძემ.

გავცელებული ცნობებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მომავალ კვირას მოსკოვში ჩადის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს სი-ს პირველი ვიზიტი იქნება რუსეთში. ვლადიმერ პუტინმა იგი მოსკოვში ჯერ კიდევ გასულ წელს გამართული ონლაინმოლაპარაკებების დროს მიიწვია.

ამასთანავე, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინფორმატში მოლაპარაკების გამართვას გეგმავს. მედიის ცნობით, მოლაპარაკება, სავარაუდოდ, მოსკოვში მომდევნო კვირაში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×