ბაჩანა ტყემალაძე
23.01.2023

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მის ამ ქმედებებს ბრიტანეთის მაღალჩინოსნებისგან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი რანგის სამხედრო პირები ბორის ჯონსონს აფრთხილებდნენ, რომ „რეკლამის ძებნისგან" თავი შეეკავებინა, ყოფილი მაღალჩინოსანი კიევის გარეუბანში იხილეს. ჯონსონმა კი ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი უკრაინის პრეზიდენტმა მიიწვია.

„პრივილეგიაა პრეიზდენტ ზელენსკის მოწვევით უკრაინაში ვიზიტი. უკრაინელი ხალხის ტანჯვა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა, რაც შეიძლება სწრაფად," - აღნიშნა ჯონსონმა.

ბრიტანეთის არმიის ყოფილმა უფროსმა, ლორდ დანატმა განაცხადა, რომ ბორის ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის გეგმა ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრზე კარგად არ აისახებოდა, რის შესახებაც ყოფილი პრემიერი გააფრთხილა კიდეც.

დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დადებითად შეაფასა მისი წინამორბედის უკრაინაში ვიზიტი და თქვა, რომ იგი მხარს უჭერს ყველა კოლეგას, რომელიც უკრაინას გვერდში უდგას.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის „ტელეგრამ" არხზე ბრიტანეთის ყოფილ პრემიერთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონის ვიზიტის პარალელურად, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი გერმანიაზე ამდრომდე სერიოზული „ზეწოლა" მიმდინარეობს, რომ ომში ჩართულ ქვეყანას ტანკები მიაწოდოს.

ბრიტანეთმა უკვე დაადასტურა „ჩელენჯერ 2" ტანკების უკრაინაში გაგზავნა, რაც ბორის ჯონსონმა დადებითად შეაფასა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×