რეზონანსი
21.04.2022

ესპანეთში გაზის მწარმოებელი რუსული გიგანტური კომპანია „ნოვატეკის" ყოფილი ტოპ მენეჯერი, 400-მილიონიანი აქტივების მფლობელი სერგეი პროტოსენია მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მკვდარი იპოვეს. კატალონიის პოლიციის ცნობით, სამი ადამიანის ცხედარი სამშაბათს, 19 აპრილს, საკურორტო ქალაქ ლორეტ დე მარში მდებარე სახლში აღმოაჩინეს. მამა ჩამოხრჩობილი ნახეს, ცოლი და ქალიშვილი კი დანით მოკლულები. აღსანიშნავია, პროტოსენია საფრანგეთში ცხოვრობდა და აღდგომის დღესასწაულებზე ოჯახთან ერთად ესპანეთში ისვენებდა.

პოლიცია ორ ვერსიაზე მუშაობს - პირველი, რომ პროტოსენიამ ცოლ-შვილი დახოცა და მერე თავი ჩამოიხრჩო, და მეორე, რომ ვიღაცამ სამმაგი მკვლელობა ჩაიდინა, შემდეგ კი სუიციდის ინსცენირება სცადა.

ტოპ მენეჯერისა და მისი ოჯახის სიკვდილს იდუმალებას ის გარემოებაც მატებს, რომ ზუსტად წინა დღით, 18 აპრილს ანალოგიური ტრაგედია მოსკოვში ბუნებრივი აირის მოპოვება-რეალიზაციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთი ტოპ-მენეჯერის ოჯახში დატრიალდა. მაშინ "გაზპრომბანკის~" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაევის, მისი მეუღლისა და ქალიშვილი ცხედრები იპოვეს. აქაც სამუშაო ვერსია სუიციდია.

თუმცა ორი ანალოგიური ტრაგედია ბევრ ეჭვს ბადებს, რომ საქმე შეიძლება რაღაც დიდ, 90-იანი წლების რუსეთისათვის დამახასიათებელ, კრიმინალურ გარჩევასთნ გვქონდეს. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებმა დიდი დარტყმა მიაყენეს როგორც რუსეთის ხელისუფლებას, ასევე კერძო კომპანიებს. დასავლეთი უკვე განიხილავს რუსეთისათვის გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას. შემოსავლების კატასტროფული კლება, პოლიტიკური რეჟიმის გამკაცრებასთან ერთად, ფინანსური ნაკადების გადანაწილებას იწვევს, რასაც თან ხმაურიანი მკვლელობები და სისხლიანი გარჩევები სდევს ხოლმე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×