ტატა შოშიაშვილი
10.01.2021

დონალდ ტრაპმის წინააღმდეგ შესაძლოა აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება გამოიყენონ, რომლის თანახმადაც, მას ძალაუფლებას ავტომატურად ჩამოართმევენ და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს გადასცემენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სი-ენ-ენი" იუწყება ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება პრეზიდენტისთვის ხელისუფლების ჩამორთმევას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი და საპრეზიდენტო ადმინისტრაციის უმრავლესობა განაცხადებს იმის შესახებ, რომ ლიდერს სახელმწიფოს მართვის უნარი აღარ აქვს.

„სი-ენ-ენ"-ის წყაროს ინფორმაციით, ტრამპისთვის ძალაუფლების ჩამორთმევას ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსიც უჭერს მხარს, იმ შემთხვევაში თუ მოქმედი პრეზიდენტი „უფრო მეტად არასტაბილური" გახდება.

პენსის გარემოცვის წევრის მიერ „სი-ენ-ენ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, შესაძლოა 25-ე შესწორება ტრამპის წინააღმდეგ მომავალ კვირაში გამოიყენონ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ პროცესის ამოქმედებით ან იმპიჩმენტის გამოცხადებით, შესაძლოა, ტრამპს „დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისკენ" უბიძგონ.

ამის პარალელურად, ტელეკომპანია „სი-ენ-ბი-სი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპის მიმართ 25-ე შესწორების ამოქმედების შესაძლებლობას სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო და ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინიც განიხილავენ.

ტრამპის გადაყენების ინიციატივით დემოკრატებიც გამოდიოდნენ. კერძოდ, მათ შორის იყვნენ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სპიკერი ნენსი პელოსი, სენატში პარტიის ლიდერი ჩაკ შუმერი და სასამართლო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯერი ნადლერი.

3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

6 იანვარს ქვეყნის კონგრესს ბაიდენის გამარჯვება ოფიცილაურად უნდა დაედასტურებინა, ხოლო ამ პროცესის პარალელურად კი ვაშინგტონში ტრამპის მხარდამჭერთა აქცია იმართებოდა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრითა და 5 ადამიანის დაღუპვით დასრულდა.

სხდომა შეწყდა და კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. გარდაცვლილთა შორის 1 პოლიციელი იყო.

8 იანვარს ოფიციალურად გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი სტივენ სანდი თანამდებობას ტოვებს. მანამდე გადადგომისკენ მას წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მოუწოდა. სანდს უფლებამოსილება 16 იანვრიდან შეუწყდება.

კონგრესის შენობასთან საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. მოგვიანებით, დემოკრატებმა ტრამპისთვის იმპიჩმენტის პროექტი წარადგინეს, რომელიც ამტკიცებენ რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის ინიციატორი ტრამპი იყო.

თავის მხრივ, მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამჟამად მისი მთავარი მიზანი 20 იანვარს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცებაა ჯო ბაიდენისა და მისი გუნდისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
...   (10.01.2021)
CNN არის ისეთივე პროფილის არხი როგორც ე.გ "მთავარი არხი" ასე რომ .....


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×