სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    02.10.2017

     რა არის ადამიანის სიცოცხლე, როგორ უნდა იცხოვრო და რა უნდა აკეთო ამისთვის - ამ კითხვებზე პასუხს გერმანელი ფილოსოფოსი აბდ-რუ-შინი გვთავაზობს თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში. "ჭეშმარიტების შუქზე გრაალი" - ეს წიგნი უკვე 18 ენაზეა თარგმნილი და მალე მისი პრეზენტაცია საქართველოშიც გაიმართება. პრეზენტაციას ორგანიზებას გაუწევს უკრაინელი ქველმოქმედი, ორგანიზაცია "გრაალის სამყაროს" დირექტორი ლიდია ნიკოლაევნა დეგენევა, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.

    წიგნი მოიცავს ადამიანის ცხოვრებას, ზოგადად, ყველა სფეროში და ძირითად ფილოსოფიურ ჭრილშია გადაწყვეტილი.

    თუ რატომ გადაწყვიტეს საქართველოში ამ წიგნის პრეზენტაცია და როგორ შეუძლია ამ წიგნს ადამიანის ცხოვრების შეცვლა - ამ და სხვა საკითხებზე "მთელი კვირა" ლიდია დეგენევას ესაუბრა.

    ლიდია დეგენევა: უკრაინაში ბევრი ადამიანი ძალიან თბილად არის განწყობილი ქართველი ხალხის მიმართ. გვიყვარს და პატივს ვცემთ თქვენს ერს, ამიტომ გადავწყვიტე, ამ წიგნის მთავარი, დედააზრი თქვენთვისაც გაგვეზიარებინა.

    გვინდა, დაგეხმაროთ, გაიცნობიეროთ , თუ რაში მდგომარეობს ადამიანის ცხოვრება, მისი ყოველდღიური ყოფა სახლში თუ სამსახურში; ასევე, სხვადასხვა კატეგორიის ხალხთან ურთიერთობა და ის მოვლენები, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ეს არის კრებული ადამიანის ცხოვრებისა დედამიწაზე, რომელიც სხვადასხვა კატეგორიად იყოფა.

    "მთელი კვირა": რა არის ამ წიგნის მთავარი აზრი?

    ლ.დ.: ცხოვრებაში არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს პასუხი. სწორედ ამ კითხვებზე პასუხს გვცემს ეს ნაწარმოები. ვის ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვის ვესაუბრებით ამა თუ იმ თემაზე, რას ვეხებით და როგორ შევიგრძნობთ მას.

    "მ.კ.": თქვენ პირადად ავტორის ფილოსოფიურ ნააზრევს იზიარებთ?

    ლ.დ.: ეს წიგნი გვეხმარება, პრაქტიკულად გამოვიყენოთ ის რჩევები, რომელთაც გვაწვდის ავტორი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში, რათა ჩვენი შეფასებებიც ამ მიმართულებით იყოს სწორი.

    რატომ ვცხოვრობთ? რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი? რისკენ მიილტვის ადამიანი? - იმისათვის, რომ მივიღოთ ყველაფერი, რაც გვინდა ცხოვრებაში, უნდა გავცეთ ის სითბო, სიყვარული, რასაც შევიგრძნობთ მთელი ჩვენი არსებით. აი, მაშინ არის ჩვენი ცხოვრება მრავალფეროვანი და სრულყოფილი.

    ავტორი თავშივე აღნიშნავს, რომ ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, მან თუ არ შეიგრძნო ეს ყოველივე, ვერც შესაბამისად შეაფასებს. არის კიდევ ბევრი საკამათო საკითხი და სწორედ აქედან მოდის ამ წიგნის ჭეშმარიტება. უსაზღვროა ავტორის თვალით დანახული ჩვენი ყოველიდღიური ცხოვრება.

    "მ.კ.": როგორ შეუძლია ამ წიგნს ადამიანის ცხოვრების შეცვლა?

    ლ.დ.: ზოგადად, თავის ცხოვრებას ადამიანი თვითონ ცვლის, მაგრამ სწორი მიმართულება უნდა ჰქონდეს არჩეული. ყველა ადამიანს აქვს თავისი აურა და შინაგანი ენერგია. სწორედ მის აურაზეა დამოკიდებული, თუ რისკენ მიილტვის და რისი განხორციელება სურს ცხოვრებაში. აი, ეს არის ნაწარმოების აზრი, რომ მივაღწიოთ იმას, რასაც ვგეგმავთ ცხოვრებაში.

    ჩვენი სულის ხარისხი, ხასიათი, დადებითი აურა ავლენს იმას, რასაც დადებითი ენერგია ჰქვია. ეს ყველაფერი ჩვენ თვითონ უნდა შევიგრძნოთ ხასიათში, ბუნებაში - აი, ეს არის ჩვენი ცხოვრების ჰარმონია.

    ხშირად გვგონია, რომ გამოუვალი მდგომარეობაა. ეს წიგნი გვასწავლის, ვმართოთ ჩვენი ძალა, ენერგია, ხასიათი, რათა იდეალურად გამოვიდეთ გამოუვალი მდგომარეობიდან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved