სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სამარხის ფილები ძალიან დიდია, შორიდანაა მოტანილი, რაც, ჩემი აზრით, ძველი ხალხის ხელწერაა"
    სალომე სარიშვილი
    12.04.2016

     "კახეთის მხარეში, კერძოდ კი, ივრის ზეგანზე ძველი სამარხები იძარცვება. რა თქმა უნდა, არც ისტორიკოსი ვარ და არც არქეოლოგიის სპეციალისტი, თუმცა, იმდენი მაინც შემიძლია ვივარაუდო, რომ იქიდან ღირებული ნაწილი უკვე წაღებულია, რადგან აკლდამები ახალი გახსნილია. თვითონ სამარხის ფილები ძალიან დიდია და ჩანს, რომ შორიდანაა მოტანილი, რაც ჩემი აზრით, ძველი ხალხის ხელწერაა", - ამის შესახებ "რეზონანსს" მოლაშქრე-ექსტრემალმა თეიმურაზ ზაზიევმა განუცხადა.

    მისივე თქმით, აკლდამების შესახებ თავადაც შემთხვევით შეიტყო, რის შემდეგაც ტერიტორიის დათვალიერება გადაწყვიტა. მოლაშქრე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მზადაა კომპეტენტურ პირებს სამარხების ადგილსამყოფელი აჩვენოს, რადგან მიიჩნევს, რომ საქმე დიდ სიძველეებთან გვაქვს.

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სამარხების შესახებ ინფორმირებულნი არ არიან, თუმცა, როგორც სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ "რეზონანსს" განუცხადა, ზუსტი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტო მზადაა, ვითარების გაცნობის მიზნით ადგილზე მონიტორინგის სამსახური გაგზავნოს.

    ამბობს, რომ ეს ტერიტორია სიძველეებით გამოირჩევა, ამდენად, ახალი ინფორმაცია მათთვისაც მეტად ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება.

    მოლაშქრე ჩვენთან საუბრისას აკლდამების აღმოჩენისა და მისი გაძარცვის საფრთხეზე საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია დროული რეაგირება.

    "მე თვითონ მოლაშქრე ექსტრემალი ვარ და სხვადასხვა ტერიტორიებზე ასობით კილომეტრს ხშირად მარტო გავდივარ. ჩემი ტურები ხანგრძლივია და შესაბამისად, ხშირად ვაწყდები საინტერესო ადგილებს. ბოლო პერიოდში კახეთსა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ვარ.

    ვიდრე ამ ტერიტორიას მოვინახულებდი, მქონდა ინფორმაცია, რომ ივრის ზეგანთან ახლოს უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევი იმალება, ამიტომ სიმართლე გითხრათ, ამ აკლდამის აღმოჩენა არც გამკვირვებია.

    როგორც ფოტომასალიდან ჩანს, აკლდამის ძალიან დიდი ნაწილი ახლახანაა გაძარცვული. ვგულისხმობ იმას, რომ სამარხი მთლიანად გახსნილია და ირგვლივ ძვლებია მიმაფანტული.

    "რა თქმა უნდა, მე არც ისტორიკოსი ვარ და არც არქეოლოგიის სპეციალისტი, თუმცა, იმდენი მაინც შემიძლია ვივარაუდო, რომ იქიდან ღირებული ნაწილი უკვე წაღებულია. ეს რომ სპეციალისტების ინტერესი ყოფილიყო, თავისთავად ცხადია, რომ ძვლების ნაშთებსაც წაიღებდნენ.

    "როგორც გავიგე, ამ ტერიტორიაზე სეზონურად მწყემსები, მეცხვარეები დადიან, მაისის მიწურულს კი ეს ტერიტორია ცარიელდება, რადგან ასეთ კლიმატურ პირობებში გაძლება ძალიან რთულია. ახლოს ფერმებიცაა, მაგრამ ტურისტების სიმრავლეს ამ ტერიტორიაზე ნამდვილად ვერ შენიშნავთ", - ამბობს მოლაშქრე.

    მისი ვარაუდით, ახლო ტერიტორიაზე გარდა გამოქვაბულებისა, შუასაუკუნოვანი არაფერია, ამიტომ ექსტრემალი ფიქრობს, რომ აკლდამა კიდევ უფრო ძველია. მისი ინფორმაციით, სამარხებზე სიმბოლიკა ან რამე წარწერა დატანებული არაა და შესაბამისად, მის შესწავლას შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები სჭირდება.

    "ვვარაუდობ, რომ ის, ვინც ამას აკეთებს, წინასწარაა ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ტერიტორიაზე არავინ იმყოფება. ერთი ის შემიძლია გითხრათ, თვითონ სამარხის ფილები ძალიან დიდია და ჩანს, რომ შორიდანაა მოტანილი, რაც ჩემი აზრით, ძველი ხალხის ხელწერაა.

    "მსგავსი სახის აკლდამები საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც მინახავს. როგორც გავიგე, ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა, ჩემი მიზანი ვინმეს დადანაშაულება ნამდვილად არ გახლავთ, უბრალოდ მსურს, ვინმეს ხმა მივაწვდინო, რადგან დიდი სანაცნობო წრე არ მყავს.

    "ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ ზუსტი ადგილსამყოფელი ვუთხრა, თუმცა, ასე ბრმად ვერავის ვენდობი. მზად ვარ, კომპეტენტურ პირებს დავეხმარო და ადგილზე თვითონ გავყვე, უცხო ადამიანებს ასე ბრმად ვერ ვენდობი. ალბათ ისიც ნათელია, რომ ცუდი ზრახვები არ მამოძრავებს და ჩემი მიზანი მხოლოდ პრობლემის გადაჭრაა, ამიტომ ვცდილობ ინფორმაციის გავრცელებას", - გვითხრა თეიმურაზ ზაზიევმა.

    აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობენ ძეგლთა დაცვის სააგენტოში. ამბობენ, რომ სამარხებისა და მითუფრო, მათი ძარცვის შესახებ ინფორმაცია სააგენტოსთვის არავის მიუწოდებია. ძეგლთა დაცვის სააგენტოს დორექტორის თქმით, ზუსტი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტო მზადაა, ადგილზე ზედამხედველობის სამსახური გაგზავნოს.

    "ზოგადად, ივრის ზეგანი შუასაუკუნებრივი ძეგლებით მეტად დატვირთულია - დაწყებული საგარეჯოს მხარეში ივრის ზეგნიდან, მთლიანად ვაშლოვანის ნაკრძალამდე. მათ შორისაა გარეჯი და ა.შ, ამიტომ ზუსტი ადგილსამყოფელის გარეშე რამე ვარაუდის გამოთქმა რთულია.

    "ჩვენთვის ეს ძალიან ღირებული ტერიტორიაა და კარგი იქნებოდა, თუ ზუსტ ინფორმაციას მოგვაწვდით, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება, სააგენტოს მონიტორინგის სამსახური გავგზავნოთ და ვითარება ადგილზე შევაფასოთ", - გვითხრა ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
    ჩაწერა სახელი
    ლიკა   (13.04.2016)
    საინტერესო შემთხვევაა! ნამდვილად ღირს კვლევა

    ლიკა   (13.04.2016)
    საინტერესო შემთხვევაა! ნამდვილად ღირს კვლევა

    თემური   (12.04.2016)
    ხალხო ნუთუ ზღაპრბის ისევ გჯერათ?? გაიხსენეთ ყაჩაღიანის ოქროს საბადო რომელიც მართლა ისტორიული ძეგლი იყო. რომელიც საერთოდ ამოშალეს საქართველოს ისტორიის ფურცლებიდან რომელ დაცვაზე ლაპარაკობთ..................

    Shota   (12.04.2016)
    gvdzinavs?!

    თამუნა   (12.04.2016)
    მისტიური ალბათ იმიტომ, რომ შეუსწავლელია და რაღაცას მალავს... ნუ, იდეაში

    ქეთი   (12.04.2016)
    ამიხსენით, რატომაა ეს აკლდამა მისტიური?! ტიპიური ადრეშუა და შუა საუკუნეების პერიოდის სამარხებია. რატომ გიყვართ ყველაფრისთვის უნიკალურობისა და მისტიურობის მინიჭება?

    დავითი   (12.04.2016)
    ,,ტაშ-ფანდურზე" გამოყოფილი 29 მილიონიდან 1000 ლარი (ერთი მოკლებული რესტორანის თანხა) აღარ ღირს რომ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დაიცვას ეს უნიკალური კულტურის ძეგლი?


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter