სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ბასილაია
    26.09.2009

    შვიდი წევრისაგან შემდგარი ჟიური - მუსიკოსები და საელჩოების უცხოელი წარმომადგენლები - გამარჯვებულის ვინაობას 23 საათზე გამოაცხადებენ.
    ჟიურის წევრთა ვინაობა არ ხმაურდება, რადგან ქართული წესისა და "ადათის" გათვალისწინებით "ზარებით არ შეაწუხონ, - ამ საკითხის გასაიდუმლოებას ასე ხსნის "რეზონანსთან" საუბარში "ბასტი-ბუბუს" გენერალური დირექტორი პაატა ამონაშვილი.
    ცალკე ოთახში მსხდომი ჯიურის წევრები საზოგადოებრივ არხზე მიმდინარე კონცერტს ტელევიზორით მიადევნებენ თვალ-ყურს. მაყურებელს კი ხმის მიცემა ინტერნეტის საშუალებითაც შეუძლია, "ბასტი-ბუბუს" ვებ-გვერდის საშუალებით. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ჟიური იქნება, თუმცა ყოველ ჯგუფს მაყურებლებისაგან შემოსული ხმებით 30%-იანი "დახმარება" დაემატება.
    "მონაწილეთა შესარჩევი კასტინგი მაისში გამოცხადდა, სადაც 500 ბავშვი მონაწილეობდა. მომდევნო ეტაპზე 52 ბავშვი გავიდა და მათგან 10 ჯგუფი ჩამოყალიბდა.
    ათივე ჯგუფისთვის "ბასტი-ბუბუს" შემოქმედებითი ჯგუფი ამზადებდა ქორეოგრაფიას, კოსტიუმებსა და დადგმას. 10 ჯგუფიდან 8 ჯგუფთან "ბასტის-ბუბუს" შემოქმედებითი ჯგუფი უშუალოდ მუშაობდა. საინტერესო შოუები მომზადდა. შარშანდელი "ბზიკების" დიდი წარმატების მიუხედავად, გპირდებით, რომ წელს კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯით მივდივართ უკრაინაში", - ამბობს პაატა ამონაშვილი.
    პირველი ჯგუფი არის "სამი მარი" ბათუმიდან და მათ კომპოზიციას "მაშველები" ჰქვია. მეორეა როკ-ჯგუფი "შატალო", სიმღერით - "ჩვენ აქ ვართ". ისინი სკოლის პრობლემებზე მღერიან. მესამე ნომრით გამოდის მაია დათუნაშვილის სახელონოდან ჯგუფი - "ხმა საქართველოდან". მეოთხე ჯგუფს მიეკუთვნები "ძმები გურულები", რომელთაც "სამი ძმანი გურულების" მოტივებზე აქვთ გაკეთებული. მეხუთეა სოლისტი "ლინდა", რომელიც მღერის ემო-სიმღერას. მეექვსე ნომერია ჯგუფი "ფოლკი", ხორუმის რიტმში. მეშვიდე ნომერი არის "ჯორჯაძეების ოჯახი" - სიმღერას ჰქვია "ხუთი და და ერთი ძმა". მერვე ნომერში "მუს-კომპოტი" გამოდის, ხუთი გოგოა, სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებებში მღერიან და თანამედროვე რიტმებზე სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებას აკეთებენ შვიდი ნოტისგან. მეცხრე ნომრად გვაქვს დუეტი "ნინი მარი", რომლებიც სახალისო და ასაკვიატებელ სიმღერას ასრულებენ - "ო რერო რერა". ბოლო ნომრად წარდგენილია ექვსი გოგო, რომლებსაც "პრინცესები" ჰქვიათ და "ლურჯ ფრინველს" მღერიან. ჰყავთ ერთი გოგონა, რომელიც ვიოლინოზე უკრავს, ერთი ბალერინა და ოთხი ვოკალისტი.
    ხმის მიცემა კი შოუს მიმდინარეობისას "ესემესისის" საშუალებით მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძლება. ხოლო, გაიმეორებს თუ არა "ბზიკების" წარმატებას ახალი ფინალისტი, ამას მხოლოდ ნოემბერში ვნახავთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter