ელზა პაპოშვილი
03.12.2020

არის თუ არა კოვიდთან ბრძოლაში ჯანდაცვის სისტემა მწყობრიდან გამოსული და რატომ შეიქმნა საავადმყოფოებში კოლაფსი. თბილისში, მაგალითდ, არცერთ საავადმყოფოში არ არის ადგილი. მძიმე სიტუაციაა რეგიონებშიც. თითქმის ყველა საავადმყოფოში პაციენტების დაწვენა შეუძლებელია. აქ კი საუბარი კორონავირუსის გართულებულ შემთხვევებზეა. 

ელზა პაპოშვილი
02.12.2020

ამ დრომდე მძიმეა ბაღდათში, ყაჩაღური თავდასხმის დროს დაშავებული 80 წლამდე კაცის მდგომარეობა. სოფელ ფერსათში, გუგუციძეების ოჯახის დაყაჩაღებისას მძარცველები ფიზიკურად ასაკოვან ცოლ-ქმარს გაუსწორდნენ. თავდამსხმელები მოხუცებისგან ფულს ითხოვდნენ.  მათ ყაჩაღებს აუხსნეს, რომ ფული არ ჰქონდათ და მხოლოდ პენსიის ამარად ცხოვრობდნენ, ამის შედეგ ისინი დააბეს და სასტიკად სცემეს. მოხუცები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ელზა პაპოშვილი
02.12.2020

გუშინ საღამოს კლდიაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 16 წლის მოზარდი დაჭრეს, რისთვისაც პოლიციამ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი უკვე დააკავა.  გარდა ამისა, ნაცემია ახალგაზრდა მამაკაცი. ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მცხოვრები მეზობლები ამბობენ, რომ სროლის ხმა ორჯერ გაიგეს, რასაც წინ შელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა. 

ელზა პაპოშვილი
01.12.2020

1-ლ დეკემბერს, დილის 6 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი მამაკაცი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შეიჭრა. მათ დაცვის თანამშრომლებს ჩაკეტილი კარის გაღება მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ცეცხლი გახსენს, რის შედეგადაც შენობის ინვენტარი დაზიანდა და თანხის გატაცება შეძლეს. 

ელზა პაპოშვილი
30.11.2020

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ელზა პაპოშვილი
27.11.2020

დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. „რეზონანსის“ ინფორმაციით,  ბანკზე თავდასხმა დღის 12 საათზე მოხდა და წაღებულია დიდი ოდენობით თანხა, თუმცა რა ოდენობის, ჯერჯერობით უცნობია. 

ქრისტინე კაპანაძე
25.11.2020

„ის, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, არის სპექტაკლი, დადგმა, არტისტობა და მასხარაობა. ყველა ვნახავთ ამ ვითომ ოპოზიციის 90% როგორ კუნკულით შეგრიალდება პარლამენტში", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას მსახიობი გივი სიახრულძე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებას ახალ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე.

ია აბულაშვილი
25.11.2020

„ქართველ ექიმებს მუდმივი კავშირი აქვთ უცხოელ სპეციალიტებთან. ასევე ჩვენი თანამემაულეები, ექიმები რომლებიც უცხოეთის წამყვან კლინიკებში მოღვაწეობენ, აქტიურად არიან ჩართული პროცესში. ასე რომ, უცხოელი სპეციალისტების მოწვევის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არც მენეჯმენტის კუთხით“, - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
24.11.2020

გლდანის კარფურში, სადაც ორშაბათს ახალგზარდა ქალი ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა, პოლიციელებმა თვითმხილველები დაკითხეს, რომელთა თვალწინაც ეს შემზარავი ფაქტი მოხდა. უწყების წარმომადგენლებმა შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს. რაც შეეხება ქალს, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

ელზა პაპოშვილი
23.11.2020

ოპოზიცია მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინშია, ამის პარალელურად კი ევვროკავშირის ელჩის მხრიდან ახალი განცხადება ვრცელდება, სადაც ის ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას ხელისუფლების მხრიდან და წავა თუ არა ის რაიმე დათმობაზე კვლავ უცნობია. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან რამე რეალური შეთავაზება ან წინადადება ჯერ არ ყოფილა, ამიტომაც ფიქრობენ, რომ მესამე რაუნდი უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს. თუმცა, ოპოზიცია მოთხოვნებს თავად არ ცვლის. 

ელზა პაპოშვილი
23.11.2020

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი ლევან ზურაბაშვილი სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს დასრულდა. პროცესს ესწრებოდა თავად ზურაბაშვილიც. პროკურატურა ლევან ზურაბაშვილისთვის პატიმრობას, ადვოკატები კი მისი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. 

ელზა პაპოშვილი
22.11.2020

პარასკევს თბილისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის შედეგად საინტერესო სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა. დაპატიმრებული თავდამსხმელის, 31 წლის ლევან ზურაბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. თუმცა, მისი ადვოკატები საქმის მასალებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქმისათვის სწორი კვალიფიკაციის მისაცემად სერიოზული მუშაობა მოუწევს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×