სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    26.03.2010

      სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმები ძირეულად იცვლება. პირველი ივლისიდან მაცივარი და ტელევიზორი ფუფუნების საგნად არ ჩაითვლება და ეს საგნები ოჯახის ბაზაში მოხვედრისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ გახდება. შეფასებისას ყურადღება ისეთ საგნებზე გამახვილდება, როგორიცაა ძვირადღირებული გამათბობლები, სატელიტური ანტენა, პლაზმური ტელევიზორი და ა.შ. ამასთან, გათვალისწინებული იქნება არის თუ არა ესა თუ ის ნივთი იურიდიული პირის მიერ ნაჩუქარი.

    ლანა ბერიძე
    25.03.2010

      დღეს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭო "ტელეიმედის" ჟურნალისტს, გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟის" წამყვანსა და ქარტიის ერთ-ერთ ხელმომწერს, ნათია კობერიძეს მოუსმენს. პირველად ქართველი ჟურნალისტები ეთიკის ქარტიის ფარგლებში ღიად იმსჯელებენ ეთიკური ნორმების დარღვევაზე და 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ, მას მერე, რაც ნათია კობერიძისგან ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს, ქარტიის საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.

    ნანა ლაღაძიშვილი
    25.03.2010

      ოტია იოსელიანთან სტუმრად მყოფ ფრანგ ფოტოხელოვანს, მარტინ ფრანკს, რომელიც საქართველოში პირველად 1972 წელს იმყოფებოდა, ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა ცვლილებები შეამჩნია ჩვენს ქვეყანაში მისი პირველი სტუმრობის შემდეგ. ფოტოხელოვანმა უპასუხა: "საქართველოში ბევრი სიახლეა. პირველ რიგში კი ის შევნიშნე, რომ ახალგაზრდა ქართველ მამაკაცებს ულვაში აღარ აქვთ. მაშინ კი ულვაშს თითქმის ყველა ატარებდა". ქართველ მწერალს ეს პასუხი მოსწონებია და უთქვამს: იმიტომ, რომ ულვაში სინდისის ნიშანია და არ გვაქვს ახლა სინდისი და ულვაშიც არ გვაქვსო.

    მარი ჩიტაია
    25.03.2010

      პროექტი "ალუმნის" სახელწოდებით საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და მასში მონაწილეობა, როგორც გაირკვა, აქვთ არა მარტო საჯარო სამსახურის მოხელეებს, არამედ ნებისმიერ კურსდამთავრებულს იმ განსხვავებით, რომ მათ მშობლიური სკოლის დაფინანსებაში მონაწილეობას ხელფასის დაქვითვით ან სხვა სახის მუქარით არ აიძულებენ იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ უმრავლესობას სამსახურები არც საჯარო და არც კერძო სტრუქტურებში არ აქვთ. საინტერესოა, რომ პროექტში მონაწილეობისთვის ე.წ. თხოვნის ბარათი მიიღეს მათაც, რომელთა ოჯახებს არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ და არათუ სკოლისთვის თანხის ჩარიცხვას თავის გატანასაც ძლივს ახერხებენ.

    გიორგი ფუტკარაძე
    24.03.2010

      მოდელირებულ "ქრონიკას" ხელისუფლების რეიტინგზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია - ასეთია სოციოლოგების დასკვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სოციოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა.

    ლანა ბერიძე
    24.03.2010

    ლილი ხმალაძე
       
      22 მარტს პარიზის სასამართლოში რუსულენოვან "პირველ კავკასიურსა" და ფრანგულ სატელიტურ კომპანია "ეუტელსატს" შორის თებერვალში დაწყებული დავის პირველი მოსმენა გაიმართა. დავაში მონაწილე ორივე მხარემ პროცესზე დამატებითი არგუმენტაცია და მტკიცებულებები წარადგინა. შეგახსენებთ, რომ "პირველი კავკასიური" "ეუტელსატს" კონტრაქტის დარღვევისა და სატელიტიდან გათიშვის გამო უჩივის.

    ქეთი თოდუა
    24.03.2010

      თბილისის სუპერმარკეტებსა და ბაზრებში ადგილობრივ პროდუქტთან და საქონელთან ერთად იყიდება იმპორტირებული საქონელი. მყიდველი არჩევანში თავისუფალია. მას შეუძლია, არჩევანი ადგილობრივი ან უცხოური ნაწარმის სასარგებლოდ გააკეთოს.

    ლანა ბერიძე
    23.03.2010

      ჟურნალ "ლიბერალის" ბოლო 2 ნომერი უკვე სტამბა "ფავორიტში" იბეჭდება იმ მიზეზით, რომ სტამბა "სეზანი", რომელიც ჟურნალის მთავარი რედაქტორის მამის გახლავთ, ფინანსთა სამინისტრომ ინვენტარიზაციის გამო დალუქა.

    მარი ჩიტაია
    23.03.2010

      სკოლების რეაბილიტაციის ახალი, ე.წ. "ალუმნის" პროექტი საჯარო სამსახურის პირებს სკოლების რეაბილიტაციაში მონაწილეობას ავალდებულებს. ამისთვის მათ წელიწადში ერთხელ საკუთარი ხელფასიდან სკოლის ბიუჯეტში გარკვეული თანხის შეტანა უწევთ. წესით, აქცია საქველმოქმედოა და ფიზიკურ პირებს თანხის იძულებით გადახდას არ ავალდებულებს. ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი მთავრობა მოსახლეობის ჯიბეში ხელის ფათურს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამონაწილეობით აგრძელებს. ამისთვის კი ქართულ სკოლებში არსებულ მდგომარეობას შეგნებულად იყენებს.

    ეკა ლემონჯავა
    23.03.2010

      სკანდალურად ცნობილი ფოტომოდელი მულატკა, კატეგორიულად უარყოფს, რომ მისი მონაწილეობით ჩაწერილი გადაცემა "სიმართლის დრო", რომელიც ჯერ კიდევ შალვა რამიშვილის წამყვანობის დროს ჩაიწერა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოთხოვნით არ გაუშვეს ეთერში.

    ნინო საბაშვილი
    23.03.2010

      საქართველოში ორგანოების გადანერგვისთვის დონორთა წრე გაფართოვდება. აქამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ორგანოს დონორი (ადამიანი, რომლისგანაც ინერგება ორგანო, ან ქსოვილი) ავადმყოფის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე იყო. 2002 წელს მიღებული ცვლილებით, ორგანოს დონორი შეიძლება იყოს არანათესავიც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მონაწილეობს ორგანოთა გაცვლით პროგრამაში.

    ქეთი თოდუა
    22.03.2010

      მობილური ტელეფონების მავნებლობაზე ბევრს ლაპარაკობენ. ექიმებისა და მეცნიერების ნაწილი არ დავობს იმ ფაქტზე, რომ მობილურების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved