მარი ჩიტაია
26.04.2014

წლევანდელ მოსავალზე აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა დიდ იმედს ამყარებს. თითქმის ყველა რაიონში გლეხები საუბრობენ, რომ საუკეთესო შედეგს ელოდებიან. შედარებით თბილი და წვიმიანი ამინდის წყალობით, ხილისა და ბოსტნეულის მოსავალი სიუხვით გამორჩეული უნდა იყოს. ცოტათი განსხვავებული მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში, სადაც კივი და რამდენიმე დასახელების საადრეო ხილი ყინვამ დააზიანა.

თამარ ურუშაძე
26.04.2014

სპეციალისტების განცხადებით, ძალიან დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ოსტეოართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. საზოგადოების უმეტესი ნაწილი მას ხან სახსრების რევმატიზმს, ხანაც კი მარილების დაგროვებას უწოდებს და საკუთარი მეთოდებით მკურნალობენ ხოლმე, რაც, ექიმთა თქმით, დაუშვებელია.

მარიამ აფციაური
25.04.2014

საქართველო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ავტომობილებისა და ქვეითების მოუწესრიგებელი გადაადგილება, ერთი მხრივ, ფეხით მოსიარულეებს აღიზიანებთ, მეორე მხრივ - მძღოლებს. პრობლემას ყველა არა საკუთარ საქციელში, არამედ სხვაში ხედავს. გარდა ამისა, მთავარ პრობლემად ინფრასტრუქტურის გაუმართაობა სახელდება. მოძრაობის წესების დასაცავად ხელსაყრელი გარემო არ არსებობს.

მარიამ აფციაური
24.04.2014

საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების პროგნოზით, შარშანდელ ზაფხულთან შედარებით, მათი რიცხვი მოიმატებს. ივნისი, ივლისი, აგვისტოს პერიოდისთვის ბილეთები და სასტუმროები უკვე დაჯავშნულია. გაზრდილ ინტერესს ტურისტული კომპანიები მარკეტინგულ კამპანიებს და ქვეყნის ლანდშაფტს უკავშირებენ, მაგრამ ბევრი სხვა საკითხი (ინფრასტრუქტურა, სერვისების პრობლემა) კვლავ მოუგვარებელია.

მარიამ აფციაური
23.04.2014

საზოგადოების ნახევარზე მეტი ბაზარს მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე სუპერმარკეტებს. მომხარებელთა მსყიდველუნარიანობას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არც არის, რომ ისინი პროდუქტის შეძენისას მთავარ ფაქტორად დაბალ ფასს მიიჩნევენ. მომხმარებელთა 90% ცდილობს, რომ საკვების ყიდვისას რაც შეიძლება მეტი თანხა დაზოგოს.

მარი ჩიტაია
22.04.2014

სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში აღიარებენ, რომ საჯარო სექტორის მხრიდან კონკურენცია იზრდება, რასაც მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას მიაწერენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა კერძო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში, სადაც სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო სკოლებისა და ბაღების დირექტორები გადასახადის გაზრდას გამორიცხავენ, რადგან ამით მნიშვნელოვან კონტიგენტს დაკარგავენ.

ელზა წიკლაური
22.04.2014

დღეს საქართველოში ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მენეჯერის, ბიზნეს-ადმინისტრატორისა და ბიზნესის მართვის პროფესიაა, შესაბამისად, ამ სპეციალობებზე სწავლა და შემდგომ უკვე დასაქმება მოსახლეობის, ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილის სურვილია. ყველაზე ნაკლებ ინტერესს მოქალაქეები ტექნიკური დარგებისადმი იჩენენ, დასაქმება კი მომსახურების სფეროში არ სურთ.

მარიამ აფციაური
19.04.2014

ონლაინ-პორტალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში დასაქმების პერსპექტივა მატულობს. წინა წელთან შედარებით, 2014 წელს ყოველთვიურად 200-ით მეტი ვაკანსია ცხადდება. მიუხედავად ამ სტატისტიკისა, გამოკითხულთა ნაწილი დღემდე უმუშევარია და ამ პრობლემასაც სერიოზულად განიცდის. მათი განმარტებით, სამსახურში მიღება ხშირ შემთხვევაში შიდა შერჩევითი გზით ხდება.

თამარ ურუშაძე
19.04.2014

სპეციალისტები აცხადებენ, რომ სეზონური ალერგია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ის შესაძლოა, გამოიხატოს როგორც მსუბუქად, ისე საშუალოდ და მძიმედაც. მის გამომწვევ მიზეზებად სახელდება ხეების, ბალახების, რთულყვავილებიანი მცენარეების მტვერი და ზოგიერთი სოკოს სპორები.

მარიამ აფციაური
18.04.2014

"რეზონანსის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ რესპონდენტთა 80% აღდგომას ეკლესიაში ხვდება. 10%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, რადგან ჯერ არ გადაუწყვეტია, სად წავა. ამ დღეს მორწმუნენი და განსაკუთრებით დიასახლისები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დიდ სამზადისში არიან. აღდგომასთან დაკავშირებით დღემდე უამრავი ტრადიციაა შემორჩენილი.

ელზა წიკლაური
17.04.2014

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 3 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 17 ათასი ადამიანით შემცირდა. თუ 2013 წლის დეკემბერში ბაზაში რეგისტრირებული იყო 1 651 639 ადამიანი, ამჟამად რეგისტრირებულთა რაოდენობა 1 635 947-ს შეადგენს. შემცირდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც. კერძოდ, თუ შარშან დახმარებას 453 857 ადამიანი იღებდა, ამჟამად საარსებო შემწეობა 436 318 სოციალურად დაუცველზე გაიცემა.

მარიამ აფციაური
16.04.2014

 ჯანსაღი წესით ცხოვრება თბილისელთა უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. უფულობა, დროის დეფიციტი - ეს ის ორი კომპონენტია, რის გამოც ხალხი სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზებში ვერ დადის. მოტივირებული ახალგაზრდები კი სახლის პირობებში ცდილობენ ფორმის შენარჩუნებას.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×