თამარ ურუშაძე
17.05.2014

ექიმების თქმით, ფრჩხილები ინფექციის წყაროა, ამიტომ ბავშვებს პატარაობიდანვე ვუშლით ფრჩხილების კვნეტას და ვცდილობთ, ფრჩხილები წამოზრდისთანავე მოვაჭრათ. მათივე თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფრჩხილების ჰიგიენას, არ შეიძლება ფრჩხილების კვნეტა და მათი წვალება უსუფთაო მჭრელი ინსტრუმენტით, რამეთუ მსგავსმა ქმედებამ დიდი პრობლემის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს.

ელზა წიკლაური
16.05.2014

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, დედაქალაქის სკვერებსა და ბაღებში ალკოჰოლური სასმელის მოხმარების შემთხვევებმა იმატა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპირტიანი სასმელების მიღებას კრძალავს, "მოქეიფეებს" ჯერჯერობით არავინ ერჩის.

მარიამ აფციაური
15.05.2014

 მოსახლეობის უმეტესობა, საშუალოდ, 85% საყოველთაო დაზღვევით კმაყოფილია. უფასო სამედიცინო დახმარება ყველასთვის დიდი შეღავათია. აქედან გამომდინარე, არსებულმა რეფორმამ ბენეფიციართა ფინანსურ მხარეზე დადებითად იმოქმედა. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ წარმატებულ პროექტს ხარვეზის გარეშე არ ჩაუვლია. გარდა ამისა, გაირკვა, რომ რესპონდენტთა 33% ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება. მათ არ იციან, თუ რას მოიცავს საყოველთაო დაზღვევა.

ელზა წიკლაური
14.05.2014

1-ლი აგვისტოდან გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება სავალდებულო გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლებს და იმპორტიორებს საკვებ პროდუქტზე შესაბამისი ეტიკეტის დატანება მოუწევთ. იმავე პერიოდიდან, შესაძლოა, ამოქმედდეს "გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შესახებ კანონი", რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

ელზა წიკლაური
13.05.2014

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 13%, ანუ დაახლოებით 600 ათასი ადამიანი დღეში 1,25 დოლარს, ანუ 2,18 ლარს ხარჯავს. საარსებო მინიმუმის ყოველდღიურ ხარჯზე - 5,18 ლარზე ნაკლებს კი, ექსპერტული გათვლებით, მოსახლეობის 20-30%-მდე, ანუ 900 ათასიდან 1,3 მლნ-მდე ადამიანი. გამოდის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილს სრულყოფილ კვებაზე ხელი არ მიუწვდება. სპეციალისტების თქმით, პროდუქტების ის რაოდენობა, რაც დღეს ქართულ მინიმალურ სასურსათო კალათაშია მოცემული, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, 4 წლის ბავშვის კვების რაციონსაც კი ჩამორჩება.

ელზა წიკლაური
13.05.2014

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" იმ პოლიეთილენის მილებს, რომლებიც წლების განმავლობაში თბილისში ბუნებრივი აირის გაყვანილობისთვის გამოიყენებოდა, მთლიანად დამცავ ბუდეში მოაქცევს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროცესი უკვე დაწყებულია და რამდენიმე კორპუსში სამუშაო დასრულდა კიდეც. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე კი ამბობს, რომ პოლიეთილენის მილების თუნუქის კონსტრუქციაში ჩასმა მხოლოდ გარე დაზიანებისგან თავის დაზღვევაა, რაც გაჟონვისგან თავდაცვას ნამდვილად არ ნიშნავს.

თეა ბეჟიტაშვილი
12.05.2014

საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73.9 წელია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის 82-ე ადგილზე ვართ. ეს მონაცემები გასულ კვირას გაერომ გამოაქვეყნა.

მარიამ აფციაური
10.05.2014

საზღვარგარეთ მოგზაურობა ძალიან ბევრს იზიდავს, თუმცა უმეტესობას ამის შესაძლებლობა არ გააჩნია. ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ უცხო ქვეყანაში დასვენების სურვილი ძირითადად ახალგაზრდებს აქვთ. რაც შეეხება ცხოვრებას, აქ ხმები ასე გადანაწილდა, 100-დან 23%-ს ამერიკაში უნდა ყოფნა. უპირატესობა ამ ქვეყანას ერთადერთი მიზეზის გამო ენიჭება. რესპონდენტების აზრით, ყველაზე მეტად ფული ამერიკის შეერთებულ შტატებში "იშოვება".

თამარ ურუშაძე
10.05.2014

სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ორსულებისთვის მავნე ჩვევები განსაკუთრებით საშიშია. თითოეულ მათგანს შესაძლებელია მომაკვდინებელი ეფექტი ჰქონდეს. დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება თბილისის ერთ-ერთი კლინიკის სამეანე სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი შორენა კიკვაძე და მეან გინეკოლოგი თამთა ცაავა.

მარიამ აფციაური
09.05.2014

დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ პრობლემად სიმსუქნე სახელდება. როგორც "ეისითის" კვლევიდან და "რეზონანსის" მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგად გაირკვა, საქართველოში ეს საკითხი არც ისე მძაფრად დგას. 409 თბილისელიდან ჭარბი წონა მხოლოდ 21%-ს აწუხებს. ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ძირითადად, ქალბატონებს უწევთ. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა მამაკაცებში მეტად იჩენს თავს.

ელზა წიკლაური
09.05.2014

9 მაისს მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღეს ქართველი ვეტერანები, ტრადიციულად, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იზეიმებენ. საქართველოში დღემდე 2210 ომის ვეტერანი შემორჩა. მათი მინიმალური ასაკი 87 წელია.

ელზა წიკლაური
07.05.2014

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, შესაძლოა, მედიკამენტოზური მკურნალობის ნაწილიც დააფინანსოს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უწყება ამ მიმართულებით მუშაობს და დეტალური ინფორმაცია ცნობილი მოგვიანებით გახდება. ჯანდაცვის მომსახურებაში ყველაზე დიდი წილი მედიკამენტებზე მოდის, შესაბამისად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ წამლების ხარჯის ნაწილი აუცილებლად თავის თავზე უნდა აიღოს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×