მამუკა ნაცვალაძე
07.10.2017

 მეთორმეტე საუკუნის ათიანი წლები საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა ევროპაში. ორიოდე ათეული წლის წინ იერუსალიმისკენ დაძრულმა ჯვაროსნებმა მსოფლიო ისტორიის თვისობრივად ახალ ეტაპს დაუდეს სათავე.

ია აბულაშვილი
07.10.2017

 "ფიროსმანი შეხვდა ქალს, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე უყვარდა, კაფე- შანტანის ფრანგი მოცეკვავე და მომღერალი მარგარიტა - მშვენიერი და დახვეწილი, რომელმაც აღტაცება მოჰგვარა მხატვარს. იგი ვერ ახარხებდა გონს მოსვლას: მარგო "მიწაზე დაშვებულ მშვენიერ ანგელოზად ეჩვენებოდა". ბედნიერმა ნიკომ, არც კი დაფიქრებულა, სიხარულით უბოძა მას თავის გული და მთელი თავისი ქონება. შემდეგ კი მადმუაზელ მარგარიტას უზარმაზარმა შავმა თვალებმა უკანასკნელად იხილეს ფიროსმანი, მარგარიტა სამუდამოდ გაქრა", - ასე აღწერდა ფიროსმანის რომანტიკულ ისტორიას მისი პირველი ბიოგრაფი კონსტანტინე ზდანევიჩი.

თამარ მუკბანიანი
06.10.2017

 მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის გამოუსადეგარ სახელმძღვანელოებზე ჩივიან. წელს წიგნები იმდენად დაზიანებული აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი სასწავლო წლის დასასრულამდე ვერც მიაღწევს. სახელმძღვანელოების ნაწილს ან ყდა არ აქვს, ან დაფურცლულია, ანდა საშინაო დავალებები პირდაპირ შიგნით არის შესრულებული.

ია აბულაშვილი
06.10.2017

 "მომეტებულ ნაწილს საქართველოს ადგილებში გარდა იმ ქალაქ-დაბებისა, რომლებიც რკინიგზაზე მდებარეობენ, მხოლოდ ორჯერ და სამჯერ მოდის ფოსტა... მგონია, დრო არის, ფოჩტის გამგეობამ და ჩვენმა უმაღლესმა მთავრობამ ამ გარემოებას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს. რაც ამ ოცი წლის წინ იყო, ის აღარ არის დღეს. ჩვენს ქვეყანაში მუდამდღე მატულობს ვაჭრობა და წარმოება, მრავლდებიან შკოლები, მრავლდება წერა-კითხვის მცოდნე ხალხი, რომელთაც სურთ, ფოჩტის ამბები შეიტყონ. ამას გარდა, თვით მართველობისთვისაც აუცილებლად საჭიროა გამართული ფოჩტის გზა და კორესპოდენცია. ოღონდ კი იყოს ეს ფოჩტა, ოღონდაც კი შეიძლებოდეს ფოჩტის დროზე და რიგიანად წიგნებისა და გაზეთების მიღება და მომეტებულ ხარჯს არავინ დაზოგავს" - წერდა სერგი მესხი 1879 წელს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნებულ სტატიაში "უპოჩტობა".

ნათია ლომიძე
06.10.2017

 საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, ანუ სამუშაო ადგილები იკარგება. შარშან, 2015 წელთან შედარებით, 17 000 კაცით შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რაღაც ფორმით საქმიანობდნენ და შემოსავალს იღებდნენ. საყურადღებოა, რომ ქვეყანაში იკლებს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაც (2016 წელს 753 ათასი ადამიანიდან 745 ათასამდე ჩამოვიდა) და თვითდასაქმებულთა რიცხოვნობაც (1.018 მლნ ადამიანიდან 1.010 მლნ-მდე). ამ დროს კი სტატისტის სამსახური უმუშევრობის დონის შემცირებაზე საუბრობს და 11.8%-იანი მაჩვენებლით იწონებს თავს.

გვანცა ღვედაშვილი
06.10.2017

 "თბილისობა 2017", რომელიც 7-8 ოქტომბერს გაიმართება და არაერთ გასართობ, კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებას მოიცავს, გალა კონცერტით დასრულდება, რომელში მონაწილეობასაც ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები მიიღებენ. ზოგიერთი მომღერალი, რომელიც კონცერტის მიღმა დარჩა, უკამაყოფილებას გამოთქვამს. მათ შორის, ნინო ჩხეიძე, დავით არჩვაძე, სოფო ნიჟარაძე და ვერიკო ტურაშვილი. ისინი მერიას პოლიტიკური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებენ.

ნინო ქეთელაური
06.10.2017

 "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

ნინო ქეთელაური
06.10.2017

 მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე აქვთ აღებული, მისი გამოყენება დაახლოებით 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ, რადგან 2018 წლის 1-ელ იანვარს დოკუმენტი იურიდიულ ძალას დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მარი გოცირიძე
05.10.2017

 მომავალი თბილისის ძირითადი უპირატესობა ჯანსაღი ეკონომიკური გარემო უნდა იყოს. როგორც "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ირწმუნება, აქვს გეგმა, რომ თბილისი რეგიონში გამორჩეული ქალაქი გახდეს.

მარი ჩიტაია
05.10.2017

 ავტომობილების ტექდათვალიერების ვალდებულება სათადარიგო ნაწილებისა და საბურავების გაძვირებას გამოიწვევს. პარალელურად მოიმატებს ავტოხელოსნების მომსახურების საფასურიც. იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ მანქანის მოწყობილობის რამდენიმე დეტალის ფასი ნამდვილად აიწევს, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ნაწილს, რომელზეც ბოლო დრომდე ყველაზე ნაკლები მოთხოვნა იყო. დეფიციტი მოსალოდნელი არ იქნება, მაგრამ ფასები შეიცვლება.

გვანცა ღვედაშვილი
05.10.2017

 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 52,100 მილიონი ლარი იქნება, რაც 2017 წლის ბიუჯეტზე 5 695 000 ლარით მეტი იქნება, საზოგადოებრივზე აცხადებენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის განახლებაზე დაიხარჯება.

ია აბულაშვილი
05.10.2017

 "ვახუშტიმ ისე აღწერა თავისი სამშობლო, როგორც არც ერთი აზიური ქვეყანა, გარდა ჩინეთისა, არ ყოფილა აღწერილი..." - წერდა მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი მარი ბროსე ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი "გეოგრაფიული ატლასის" შესახებ, რომელიც დღეს იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შეტანილი.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×