ელზა პაპოშვილი
03.07.2020

ე.წ.ქურდული გარჩევა და ცემით მოკლული 44 წლის მამაკაცი ფოთში. ვაჟა ტყებუჩავა ფოთში მამასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ის რამდენიმე ადამიანმა მიკროავტობუსით წაიყვანა და სასტიკად სეცმა. მამაკაცის ცემის ფაქტი ადგილობრივებმა დაინახეს და ყვირილი დაიწყეს. ამის შემდეგ კი თავდამსხმელები მიკროავტობუსში ჩასხდნენ და მიიმალნენ. ის ადგილობრივებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„რეზონანსს" ადგილობრივები უყვებიან, რომ გარდაცვლილს 5 ადამიანი უსწორდებოდა. მას მრავლობით მოტეხილობა აქვს. დამტვრეული აქვს ხელის მტევნები და ფეხები. მძიმე დაზიანებები აქვს სახის და თავის არეში. სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზიც თავის არეში მიყენებული ტრავმები უნდა გამხადრიყო.

ერთ-ერთი ვერსიით ტყებუჩავაზე რუსთავში მცხოვრებმა ე. წ. კანონიერმა ქურდმა იძია შური. დაპირისპირება სავარაუდოდ, სხვაგან მოხდა, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მამაკაცი ნაგავსაყრელთან მიიყვანეს, სადაც უკვე ადგილობრივებმა დაინახეს და ყვრილი ატეხეს. ვაჟა ტყებუჩავა საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

„როგორც მამამისი ყვება, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ფაქტობრივად მოსტაცეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა პოლიციას არ დაურეკა. თავად ეძებდა საწყალი, მაგრამ ბოლოს მომაკვდავი ნაგავსაყრელზე ადგილობრივებმა იპოვეს. ამბობენ, რომ 5 კაცი დაინახეს, რომლებიც რკინის ხელკეტებით უმოწყალოდ სცემდნენ. დაუძახიათ, რომ პოლიციას გამოიძახებდნენ თუ არ შეეშვებოდნენ და ამის შემდეგ მიკროავტობუსში ჩასხდნენ და გაიქცნენ. არ ვიცი რა ცხოვრებით ცხოვრობდა, საკმაოდ კარგი პირვონება იყო. ამბობენ, რომ ვიღაც ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით სცემესო. თავის და სახე ზედ აღარ ჰქონდა ისეთი ნაცემი ყოფილა. გზაზე დაიღუპა, საავადმყოფომდეც ვერ მიიყვანეს. ასე სასტიკად ცემაში მოკლეს ახალგაზრდა კაცი", - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი „რეზონანსთან"

მოკლული ტყებუჩავას მამა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ დაპირისპირების დროს ისიც ადგილზე იყო. მისი თქმით, 5 თავდამსხმელისთვის მან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. თავდამსხმელებმა, რომლებიც რკინის ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული მისი შვილი წაიყვანეს, რის შემდეგაც ის ვაჟა ტყებუჩავას 3 საათის განმავლობაშ ეძებდა. მოკლულის მამა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×