ტატა შოშიაშვილი
24.05.2020

მეცნიერებმა კორონავირუსის გლობალური პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი გამოთვალეს - ამის შესახებ „ნიუ იორკ პოსტი" წერს სინგაპურის ტექნოლოგიისა და დიზაინის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედგებზე დაყრდნობით.

მათი გათვლებით, მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემია 2020 წლის დეკემბერში საბოლოოდ დასრულდება. კოვიდ-19-სგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა - აშშ კი ეპიდემიას უფრო ადრე - სექტემბერში დაამარცხებს.

მეცნიერებმა კვლევის მეთოდად გამოიყენეს ინფექციის გავრცელების მათემატიკური მოდელი, რომელიც ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების დინამიკას აღწერს (SIR - მოდელი).

ამავე დროს, სპეციალისტები განმარტავენ, რომ კვლევის შედეგი, შესაძლოა, არ იყოს ზედმიწევნით ზუსტი და შესაძლოა ბოლომდე არ ასახავდეს სურათს. შესაბამისად, არაა მიზანშეწონილი საკარანტინო ზომების ნაადრევად შემსუბუქება.

„რაიმე პროგნოზზე დაფუძნებული ზედმეტი ოპტიმიზმი იმით შეიძლება იყოს სახიფათო, რომ შეამსუბუქებს ჩვენს თვითკონტროლსა და დისციპლინას, რაც დაავადებულთა რიცხვის მკვეთრ ზრდასთან მიგვიყვანს", - ნათქვამია სინგაპურელ მეცნიერთა დასკვნაში.

აღსანიშნავია, რომ 11 მაისს სინგაპურის ტექნოლოგიისა და დიზაინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ წინასწარ გამოცხადებული ვადები, რომელიც სხავდასხვა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დასრულებას ეხებოდა, არ იყო სწორი და აღნიშნული ინფორმაცია და შესაბამისი გრაფიკები უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან წაშალეს. მათი განმარტებით, პროგნოზების გაუქმების მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების სწრაფი ცვლა გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×