ტატა შოშიაშვილი
26.04.2020

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა ექსპერიმენტალური მკურნალობისას საფრანგეთში ის მედიკამენტები გამოავლინეს, რომლებმაც შესაძლოა დამატებითი გართულებები და ლეტალური შედეგებიც გამოიწვიოს. საუბარია მალარიისა და აივ ინფექცია/შიდსის სამკურნალო პრეპარატებზე, რომლებიც სპეციალისტთა ნაწილს კორონავირუსთან საბრძოლველად პერსპექტიულად მიიჩნევა. მათი გამოყენების შედეგად 321 ინფიცირებულის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, 4 კი გარდაიცვალა.

საფრანგეთის სამკურნალო პრეპარატების სააგენტო ANSM-ს ცნობით, გართულებულ შემთხვევათა ნახევარზე მეტი მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის - „ჰიდროქლოროქინის" გამოყენებას უკავშირდება. პაციენტების 23%-ს მკურნალობდნენ „ჰიდროქლოროქინით", ხოლო 31%-ს „ჰიდროქლოროქინთან" ერთად ანტიბიოტიკ „აზიტრომიცინსაც" აძლევდნენ. გარდა ამისა, შემთხვევათა 42%-ში გართულება გამოიწვია პრეპარატმა „კალეტრამ", რომელიც აივ ინფექცია/შიდსის დროს გამოიყენება.

გარდაცვალების 4-ვე შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი „ჰიდროქლოროქინის" გამოყენებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები იყო.

ANSM-ის გენერალური დირექტორის, დომინიკ მარტენის განმარტებით, მედიკამენტმა ოთხ პაციენტს შორის ლეტალური შედეგი, ხოლო ასეულობით დაავდებულის მდგომარეობის გაუარესება იმის გამო გამოიწვია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა მდგომარეობა მძიმე იყო და მათი ორგანიზმი კი ძალიან დასუსტებული. შესაბამისად, ორგანიზმი ვერ გაუმკლავდა მძიმე პრეპარატებს, რომლებიც გულსისხლძარღვთა სისტემის განსაკუთრებულ დატვირთვას იწვევდნენ.

საფრანგეთის სამკურნალო პრეპარატების სააგენტოს განამრტებით, პრეპარატი „კალეტრა" განსაკუთრებულ ზიანს აყენებს თირკმელებს, ღვიძლს, გულსა და საჭმლის მონელების სისტემას.

სააგენტო აღიარებს, რომ აღნიშნული მონაცემები, შესაძლოა, არ იყოს შექმ ნილი ვითარების სრული ამსახველი, რადგან საავადმყოფოებში სრული სიზუსტით არაა აღწერილი პაციენტების მკურნალობის ისტორია. თუმცა, დომინიკ მარტენის თქმით, „ეს მონაცემები იძლევა იმის საშუალებას, რომ კორონავირუსის მკურნალობის დროს რისკის დონე შემცირდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×