სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    13.12.2019

     კვლავ უმძიმესია 15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც 12 დეკემბერს საღამოს დიღომში ერთ-ერთი კორპუსიის მე-9 სართულიდან გადმოხტა. ახლობლები ამბობენ, რომ მოზარდმმა პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თავის მოკვლა სცადა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა. 

    ოჯახი ამბობს, რომ მოზარდი პოლიციას 3 საათის განმავლობაში მარტო ჰყავდა გამოკეტილი და ხულიგნობის აღიარებას სთხოვდა. მათი თქმით, ბავშვი პოლიციაში აიძულეს, რომ მას „მწვანე სკოლაზე“ გაკეთებული უხამსი წარწერების გაკეთება ეღიარებინა. მას სამხედრო მოსამსახურე ძმა ჰყავს და პოლიცია სწორედაც რომ მისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა.  

    მეზობლები „რეზონანსთან“ მომხდარის დეტალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ მოზარდი მეცხრე სართულიდან საღამოს 6 საათზე გადმოხტა. მათ საზარელი ხმაურის და დაცემის ხმა გაიგონეს. ის  ამ ეტაპზე კიდევ ცოცხალი იმიტომ  არის, რომ  კორპუსისი ქვეშ მდგომ  ავტომობილზე დავარდა. მეზობლები ამბობენ, რომ ხმაურზე გამოსულებს საზარელი სურათი დახვდათ. ბიჭი ავტომობილის სახურავზე იწვა და სრულიად დასახიჩრებული იყო. მათ მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

    „უმძიმესი ფაქტის და ტრაგედიის შემსწრენი გავხდით. ასე საღამოს 6 საათი იქნებოდა, საზარელი ხმაური გავიგონეთ. მეგონა ზემოდან რაღაცა გადმოაგდეს. გავვარდით გარეთ და ბავშვის ფეხები სადარბაზოდან გამოსულმა  დავინახე. ვერ მივხვდი, ვერც კი გავიაზრე, რომ ბავში ზემოდან გადმოხტა. მივედი ახლოს და სრულიად დასისხლიანებული ბავშვი დავინახე. კივილი ავტეხე, ახლოს ვეღარც მივედი, იქვე ცუდად გავხდი. ამ ყვირილზე მერე ხალხი გამოვარდა და სასწრაფო გამოიძახეს. ~

    მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ავტომობილი იდგა და მის სახურავზე დავარდა. ოჯახი ამბობს, რომ ის პოლიციაში დაკითხვაზე ჰყავდათ და იქ რაღაც მოხდა, რამაც ბავშვის ფსიქიკაზე იმოქმედა. მეტი ჩვენც არაფერი ვიცით. ბავშვს ოჯახში არ ჰქონდა არც პირობები და არც ისეთი მდგომარეობა, რომ ეს ჩაედინა“,-აცხადებს 15 წლის მოზარდის მეზობელი  „რეზონანსთან“. 

    არასრწულოვანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში „მწავანე სკოლაში“  სწავლობდა. სკოლის ადმინისტრააციაში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ ღამის განმავლობაში უცხო ადამიანი სკოლის ეზოში გალავნიდან გადაძვრა, სკოლის შიდა ტერიტორიაზე კედლებზე   უხამსი წარწერები გააკეთა, დაფები დააზიანა და წავიდა. მათ დილით აღმოაჩინეს, რომ სკოლის კედლები დაზიანებული იყო. მათ პოლიცია გამოიძახეს და ბავშვის იდენტიფიცირება ნაწილობრივ სკოლამაც მოახდინა, რადგანაც რამდენიმე თვის განმავლობაში მოზარდი მათთან სწავლობდა. 

    მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. მედიკოსები აცახდებენ, რომ ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მას მრავლობითი მოტეხილობები და თავის ქალის მძიმე ტრამვა აქვს. ის კომატოზურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზეა.  

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლლეობამდე მიყვანას გულისხმობს. 

    მომხდართან დაკავშირებით კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  განცხადებას ავრცელებს და მომხდარი ფაქტის დაუყოვნებლივ შესწავლას ითხოვს. 

    „2019 წლის 11 დეკემბერს, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

    თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

    არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან.

    2019 წლის 12 დეკემბერს საიამ გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

    მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ამოიღოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, ასევე დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას არასრულწლოვანთან კომუნიკაცია ჰქონდა. გამოძიების ფარგლებში ასევე შესწავლილ უნდა იქნეს არასრულწლოვნის განყოფილებაში შესვლისა და მისი დატოვების დრო. ასევე, უნდა მოხდეს შსს-ს თანამშრომლების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შესწავლა, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, რომელ საათებში და რა სახის დოკუმენტაცია იყო შედგენილი არასრულწლოვნის განყოფილებაში ყოფნისას.

    პარალელურად, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სწორედ ის განყოფილება, სადაც არასრულწლოვანზე ხორციელდებოდა ძალადობა და იძულება. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია არასრულწლოვნის პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას“,-წერია საიას განცახდებაში.   

     

     

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×