სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    14.09.2019

     კრიმინალურ სამყაროში „ქურდად კურთხევაზე" დაწესებული ერთგვარი მორატორიუმი სავარაუდოდ 2026 წლამდე გაგრძელდება. ასეთი გადაწყვეტილებით დასრულდა ბოლო პერიოდში „კანონიერი ქურდების" ერთერთ ყველაზე დიდი შეკრება, რომელიც გასულ კვირას თურქეთში გაიმართა.

    „როსბალტის" ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტების შეკრება სტამულთან ახლოს, ერთერთი „კანონიერი ქურდის" ვილაზე გაიმართა, რომელსაც 30-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დაესწრო, ხოლო ინტერნეტის მეშვობით მათ შეუერთდა მერაბ ჯანგველაძე, იგივე მერაბ სუხუმსკი.

    შეკრემაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა კრიმინალური ავტორიტეტის ახმად სამარკანდსკის „ქურდად კურთხევის" მიზანშეწონილობის განხილვა იყო. რუსული მედიის ცნობით, სმარკანდსკი „კანონიერ ქურდად" არც ისე დიდი ხნის წინ ორმა სხვა კანონიერმა - დავით ჩხიკვიშვილმა (დათო სურგუტსკიმ) და თეიმურაზ ნემსიწვერიძემ (წრიპა) გამოაცხადეს. თუმცა, „ქურდული სამყაროს" წარმომადგენელთა უმრავლესობისათვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა.

    მიზეზი ისაა, რომ 2015 წელს ერევანში გამართულ მასშტაბურ „ქურდულ შეკრებაზე" კრიმინალური ავტორიტეტები შეთანხმდნენ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალი „ქყრდების" „კურთხევა" აღარ მოხდებოდა, სამარკანდსკის შემთხვევაში კი ეს შეთანხმება დაირღვა.

    ერევნის შეხვედრას რუსეთის კრიმინალური სამყაროს მთავარი ავტორიტეტი, ზაქარია კალაშოვი (შაქრო მალადოი) უძღვებოდა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია. შეხვედრაზე წაკითხეს მისი წერილი, სადაც კალაშოვი სამარკანდსკისათვის „სტატუსის შეჩერებას" ითხოვს, იგი ჩხიკვიშვილსა და ნესიწვერიძეს სთხოვდა გაეუქმებინათ თავისი გადაწყვეტილება, რადგან, წინააღმდეგს შემთხვევაში პასუხს აგებდნენ 2015 წლის შეთანხმების დარღვევისათვის.

    საბოლოოდ ეს ასეც მოხდა. უფრო მეტიც, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ერევანში მიღებული შეთანხმება „კანონიერ ქურდად კურთხევის" მორატორიუმთან დაკავშირებით ძალაში რჩება და გაგრძელდება იქამდე, სანამ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი შეხვედრა არ გაიმართება იმავე „კრიმინალური გენერლის" ხელმძღვანელობით, რომელმაც სომხეთში ჩაატარა კრება. საუბარია შაქრო კალაშოვზე, რომელიც ახლა პატიმრომაშია და ციხიდან 2026 წლამდე ვერ გამოვა, თუ ვადამდე არ გაათავისუფლეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×