სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “მას ჰქონდა ოცდაოთხი გაწყობილი ზარბაზანი თავის ჩამოსასხმელი სახლით”
    ია აბულაშვილი
    05.09.2019

     ქართულ ისტორიოგრაფიაში და უცხოურ წყაროებში არაერთი მასალა მოიპოვება ქართული იარაღის დამზადების შესახებ. იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ნაწერებიდან ირკვევა, რომ სვანეთში თოფს ადგილობრივები ამზადებდნენ, ამას ადასტურებს მისი თანამემამულე მისიონერი კრისტოფორო კასტელი ალბომიც, სადაც თოფით შეიარაღებული სვანები არიან გამოსახული.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, თოფის დამზადება საქართველოში 17-18-ე საუკუნეში დაიწყეს. იმ დროისათვის გავრცელებული იყო რამდენიმე სახეობა "სიათა", რომელიც 3-4 ძროხა ღირდა. "მაჟარი"- 2 ძროხა. "ხირიმი"- 15 ძროხა. "ოსტამული"- კი 25 ძროხა.

    მაჭახელას ხეობაში დამზადებული თოფები და დამბაჩები კი ნაქები იყო მთელს კავკასიაში და ყირიმის თოფებასაც კი სჯობდა. "მაჭახელას" სახელი განთქმული ჰქონა ოსმალეთის იმპერიაშიც. ხეობაში იარაღის მკეთებეული 30 ოსტატი ყოფილა, ისინი ორი სახის თოფს ამზადედნენ "თოფხანას" და ნალფარს", რომლებიც მოპირკეთებული იყო ვერცხლით და ძვლით, ლულა კი ხრახნიანი ჰქონდა.

    თბილისელი ხელოსნების მიერ დამზადებული თოფები და დამბაჩები კი მთელს ამიერკაკასიაში იყო ცნობილი. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით მეიარაღეთა ოთხი ამქარი შეიქმნა, სადაც 64 ოსტატი გაერთიანდა, რომლებიც ხმლებთან ერთად ამზადებდნენ კონდახებს და ჩახმახებს, საამქრომ 1919 წლამდე იარსება.

    იარაღის წარმოების საქმეში, ასევე დიდი წვლილი მიუძღვით მე-19 საუკუნეში საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელებს. 1846 წელს თბილისში საკუთარი ირაღის სახელოსნო გახსნა გერმანელმა გიუჩკემ, სადაც ორლულიანი თოფები მზადდებოდა, ჩახმახზე კეთდებოდა სამარკო წარწერა "ტიფლისი გიუჩეკი".

    ამ საქმეში მას ეხმარებოდნენ ცნობილი ირაღის მკეთებლები - ძმები შპაგინები. სამლულიანი თოფების პირველი რეკლამა კი 1896 წელს თბილისში გამოამავალ ფრნაგულენოვან გაზეთში გამოქვეყნდა.

    ამ თოფებს ამზადებდა გუტლიფ კურცი და მისი მოწაფე, ასევე გერმანული წარმოშობის ოსტატი გეგელი, რომელსაც თავისი სახელოსნო ჰქონდა მიხაილოვის ქუჩაზე.

    რუსი კაპიტანი იაზიკოვი საქართელოს შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნავს რომ - "ერეკლე მეორეს შეუძლია 15 ათასზე მეტი ქვეითისა და ცხენოსნის გამოყვანა ბრძოლის ველზე, აქ სროლა ყვლამ იცის და ყველას თოფი აქვს. მეფე ყველგან ატარებს დამბაჩას, რომელიც სარტყელში აქვს გაყრილი და ბრძოლაში თოფიც აქვს მხარზე გადაკიდებული.

    ისტორიული წაყაროების მიხედვით, მეფე ვახტანგ მეექვსის დავალებით 1725 წელს ვინმე მიხაილ ელიავიჩმა რუსულიდან ქართულად თარგმნა საარტილერიო საქმის სახელმძღვანელო, რომელიც შემდეგ მეფე ერეკლეს თოფჩიხანს გამოუყენებია.

    მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართლ-კახეთის სამეფო გაძლიერდა და მრეწველობის განვითარების აღორძინების გზას დაადგა. ამუშავდა სხვადასხვა საწარმო. მათ შორის სამთამადნო წარმოება, რადგან იგი შეირაღებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

    ამ საქმის განვითარებისთვის მეფე ერეკლემ მოახერხა მადნის მომპოვებელი ბერძენი ოსტატების ოსმალეთიდან გადმოყვანა დიდი გასამრჯელოს დაპირებით, რომლებმაც 1774 წელს ახტალასა და ალავერდში სპილენძისა და ვერცხლის მოპოვება- გამოდნობის საქმე განავითარეს.

    თბილისში უკვე არსებოდა თოფ-იარაღის დამამაზადებელი ქარხანა, სადაც სამხედრო საჭურვილის გარდა ზარბაზნებსაც ამზადებდნენ. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ 1774 წელს, როდესაც ქართლის მეფე თეიმურაზი თბილისში ჩამოვიდა და მეტეხის ხიდზე ფეხი დადგა, ზარბაზნის შედლუხმა ყურთასმენა დაფარაო.

    ხოლო ქვიშხეთში, ერეკლეს ქორწილის ღამეს, კახურ მრავალჟამიერს, სურმის ციხიდან ზარბაზნები აძლევდნენ ბანსო.

    ერეკლე მეორის ინიციატივით თბილისში ჯერ კიდევ 1749 წელს გაიხსნა საარტილერიო ქარხანა (ჯაბახანა), სადაც ციხის თოფებს, ზამბულაკებს, თოფ- იარღს და ზარბაზნებს ამზადებდნენ. ქარხანა მდებარეობდა ძველ თბილისში, კოჯრის ძველ გზაზე, დღევანდელ ლესელიძის, დადიანის და ასათიანის ქუჩების მიდამოებში.

    1776 წელს კი განახლებულ საარტილერიო ქარხანაში გიორგი თარხან მოურავმა მეფე ერეკლეს ზარბაზანი დაუმზადა.

    საარტილერიო საქმის შესასწავლად მეფემ რუსეთში პაატა ანდრონიკაშვილი გააგზავნა, სადაც მან რუსეთის არმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულს კი საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა დაევალა.

    მეფე არტილერიაში მომუშავე პირებს შეღავათებს აძლევდა, ჯამაგირს ფულით უხდიდა, და უსამართლობისგან იცავდა, დამსახურების მიხედვით წოდებებსაც ანიჭებდა.

    "მეფე ირაკლი თავის სამეფოს კვალობაზე ძლიერი იყო. მას ჰქონდა ოცდაოთხი გაწყობილი ზარბაზანი თავის ჩამოსასხმელი სახლით, რომელსაც საითკენაც უნდოდა იქით წაიღებდა იმ ზარბაზანს.

    "მაგრამ უფროსი ერთ სულ ადგილობრივ ეწყო და თვითონ კი ქართველებით მტერს სდევნიდა, ხან სომხეთში, ხან ქართლში, ხან კახეთში. იმ ზარბაზნით და იმ ჯარით, რომლის მტერს შემოუშვებდა საქართველოში? არამც თუ შემოუშვებდა, სხვა ქვეყნებსაც შეიძენდა"- წერს უცხოელი მემატიანე.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ერეკლე მეორემ კარგად იცოდა ომში არტილერიის მნიშვნელობა და ამიტომაც მთავარ ამოცანად დისახა მაღალ დონეზე აეყვანა საარტილერიო საქმე და გადაწყვიტა ქვემეხების ჩამოსასხმელი ქარხნის მოდერნიზება.

    დამატებით შეისყიდა 19 ევროპული ყაიდის ქვემეხები. მოიწვია არტილერიის ინგლისელი სპეციალისტები თბილისში და მათი დახმარებით ქვემეხების დამზადება მთლიანად ინგლისურ წესზე გადაიყვანა.

    ქართული არტილერიის ჩამოყალიბებაში და მის სრულყოფაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე ავსტრიელ სპეციალისტს ოსიპ ვეტინგს. ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში სამხედრო წარმოების ევროპულ ყაიდაზე გადასვლისა.

    საარტილერიო საქმის განვითარებას სჭირდებოდა დენთის დამზადება. ძირითადად თოფის წამალს მოქალეები ამზადებდნენ და ვაჭრობდნენ კიდეც. ეს საქმე მეფე ერეკლემ აკრძალა და წარმოების უფლება მხოლოდ ერთ პირს უბოძა. მეფის ნებართვით თოფის წამლის ქარხანა აშენდა. გვარჯილისა და დენთის დამზადება-ვაჭრობას ერეკლე მეფე თავად აკონტროლებდა.

    თოფის წამლის ქარხანა ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ავლაბრის ციხის გარეთ. საბრძოლო მასალების საწყობი კი ნარიყალას ციხეში იყო განლაგებული.

    ეს ადგილი ყველაზე კარგად უზრუნველყოფდა სამხედრო პროდუქციის ობიექტების მოვლას და დაცვას. თოფის წამლისა და ზარბაზნის ქარხანები აღა- მაჰმად ხანის შემოსევამ იმსხვერპლა, შემდგომში ქართული იარაღის წარმოება რუსეთის იმპერიულ გეგმებში აღარ შედიოდა და ქართული ქვემეხების ისტორიაც დასრულდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×