სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    25.12.2017

     თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, დედაქალაქის მერიამ 140 ათასი ლარით დააჯარიმა. ხარვეზების გამოსასწორებლად კი "სითი ინსტიტუტ საქართველოს" ათდღიანი ვადა მისცა, რაც სპეციალისტების აზრით, არალოგიკურია, ვინაიდან პროექტზე, რომელზეც ჯგუფი თითქმის სამი წელია მუშაობს, ათდღიანი ვადა არაფრის მომცემი იქნება.

    რა გახდა „სითი ინსტიტუტ საქართველოს" დაჯარიმების მიზეზი, მერიაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ. ზოგადი ინორმაციით, მათი შენიშვნები დოკუმენტში ძირითადად, ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება.

    ამასთან როგორც მერია აცხადებს, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ჯარიმის გადასახდელად და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 10 დღიანი ვადა აქვს.

    ცნობისთვის, გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში „სითი ინსტიტუტ საქართველოს" მიერ შემუშავებული გენერალური გეგმა გასაჯაროვდა და მისი საჯარო განხილვებიც მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება და გენერალურ გეგმაში ასახვა მოხდა. შედეგად, გენგეგმის განახლებული ვარიანტი მერიას 20 ნოემბერს წარედგინა.

    როგორც თბილისის მთავრობაში განმარტავენ, მერის მოადგილემ ხარვეზების გამოსწორებისა და დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, მისი თქმით, თბილისის განვითარების სრულფასოვანი დოკუმენტის მისაღებად, არსებული ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია.

    „დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას შეეხო, რომელიც ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ" უნდა წარმოადგინოს. მერიამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები დაადგინა და ველოდებით, რომ ისინი ამ ყველაფერს გამოასწორებენ. ავუხსენით, თუ სად გვქონდა ძირითადი ხარვეზები, რაში ვხედავდით პრობლემას. იმედია, ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და დადგენილ ვადაში ახალ, გაუმჯობესებულ დოკუმენტს წარმოადგენენ", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

    როგორც არქიტექტორ ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ "რეზონანსთან" სუაბრისას განაცხადა, "ათი დღე მხოლოდ შენიშვნების გააზრებას უნდა. რამდენი წელია, გუნდი მუშაობს ამ საკითხბზე და ახლა წარმოუდგენელია ათ დღეში გამოსწორდეს რადიკალური ხარვეზები. ხოლო თუ ასეთი არ არის, მაშინ გზადაგზა უნდა გაკეთდეს ყველაფერი".

    "მგონია, რომ სადაც ორი და სამი წელი ვითმენდით, ახლაც მივცეთ მინიმუმ ორ თვიანი ვადა ყველაფრის გასასწორებლად. საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ, რა ხარვეზებია ისეთი, რომ მერიამ ასეთი მკაცრი განაჩენი გამოიტანა და 140 000 ლარით დააჯარიმა „სითი ინსტიტუტი საქართველო".

    "ამასთან, ვიცოდეთ რა ხარვეზებია ისეთი, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეამჩნია, რადგან გენერალურ გეგმაზე მუშაობა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ახალა თუ არ ვცდები მეექვსე ეტაპია და რა მოხდა მეხუთე ეტაპზე ისეთი, რომ ვერ შეასრულეს.

    "ათი დღე მხოლოდ შენიშვნების გააზრებას უნდა რამდენი წელია, გუნდი მუშაობს ამ საკითხებზე და ახლა წარმოუდგენელია ათ დღეში გამოსწორდეს რადიკალური ხარვეზები. ხოლო თუ ასეთი შენიშვები არ არის, მაშინ ეს გზადაგზა უნდა გაკეთდეს.

    ჩვენ არ გვჭირდება თაროზე დადებული გენერალური გეგმა, ეს უნდა იყოს განახლებადი, ყოვლედღიური საჭიროებებზე მორგებული პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმის ავტორები ამას შეძლებენ", - განაცახადა ლადო ვარდოსანიძემ და აღნიშნა, რომ ტანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებული შენიშვნები, მისი აზრით, უცხოელი ექსპერტების დამსახურებაა, ვინაიდან შუძლებელია ტანსპორტის განვითარების გეგმა დადო მაშინ, როცა ქალაქს ზედმიწევნით არ იცნობ.

    "რაც შეეხება სატრანსპორტო ნაწილს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნდა დამთავრდეს დასავლელი სპეციალისტების მიმართა ქედის მოხრის პოლიტიკა. თავიდანვე ჩადებული იყო, რომ წამყვანი ძალა უნდა ყოფილიყო დასავლეთი, მაგრამ ისინი არ იცნობენ ქალაქს, როგორ შეიძლება ასეთ საკითხზე მუშაობა, როცა შენ ტურისტივით ჩამოდიხარ და უკან მიდიხარ.

    "ჩვენმა სპეციალისტებმა, იციან, ქალაქის გულისცემა და მისი ყოველი ნიუანსი. ეკონომიკის სამინისტროშიც და მერიაშიც დასავლელი სპეციალისტების მიმართ მორჩილება უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა განვიხილოთ, რა მოიტანა მათ მუშაობამ ამ საკითხში და გეტყვით, რომ მათ ვერ მოგვცეს ხელშესახები მასალა და ვერც მოგვცემდნენ, რადგან გასათვალისწინებელია ტექნიკური ინფრასტრუქტურით დაწებული ჩვენი ხალხის ეთნო ფსიქოლოგიით დასრულებული. ეს საკითხები შემდგომში უნდა იყოს გათვალისწინებული და შინაურ სპეციალისტიებს მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ", - აღნიშნავს არქიტექტორ-ურბანისტი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter