სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    (18.11.2017)

     სოციალური ფონის გაუარესების გამო საქართველოს ათასობით მოქალაქე სამუშაოს ძებნას სხვა ქვეყანაში ცდილობს. რაც დრო გადის, მით მეტი შრომისუნარიანი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. თუკი წლების წინ სამუშაოს მაძიებლები დამკვიდრებას სოფლიდან დედაქალაქში ცდილობდნენ, ახლა პირდაპირ უცხოეთში მიდიან სამუშაოდ. არაოფიციალური მონაცემით, 2000 წლის შემდეგ საქართველოდან დაახლოებით 400 000-მდე ადამიანია გასული. ეს პროცესი გრძელდება დღესაც. არასტაბილურობის განცდა საქართველოს ათასობით მოქალაქეს აიძულებს, რომ თავშესაფარი სხვა ქვეყანაში ეძებოს. საქართველოს მოსახლეობა არათუ ბრუნდება ქვეყანაში, არამედ დეპორტაციის რისკის ფასად არალეგალურად მიდის სხვადასხვა ქვეყანაში ლუკმაპურის საშოვნელად, რათა შემდეგ სამშობლოში დარჩენილი ოჯახები არჩინოს. როგორც ვიცით, არალეგალების საკმაოდ დიდი რადენობაა თურქეთსა და საბერძნეთში. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

    ძვირფასო მკითხველო,

    ეს სტატია ხელმისაწვდომოა მხოლოდ ხელმომწერთათვის. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

    თუ ჯერ არ გაგაჩნიათ აქტიური ხელმოწერა, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან/და გაიაროთ ავტორიზაცია და გააფორმოთ ხელმოწერა.

    რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შეძლებთ მართოთ ხელმოწერის პროცესი, შეამოწმოთ ბალანსი, ასევე მოახდინოთ პერსონალური ინფორმაციის კორექტირება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ზაზა   (18.11.2017)
    ვახტანგ ქართლის მეფე იყო და თუკი ვინმე წერა-კითხვის მცოდნე, ნაპატიებ-ნაგვემარი, წარჩინებული და უჩინო გვყავდა ამ ასგზის ნაოხარ და ნალეკარ ქვეყანაში - მოხვია ხელი და რუსეთს წაასხა. - ერეკლეს მოუწია მერე მთელი ცხოვრება მცირე მცირე ნაფლეთებით თავგანწირული ბრძოლა თვითგადარჩენისთვის და მისი განუზომელი ღვაწლიდან კი, მხოლოდ “გეორგევსკის ტრაქტატი“ ახსოვს მადლიერ შთამომავლობას... ორიოდ საუკუნეც არ იყო გასული და ახლა ნოე ჟორდანიამ დარია ხელი, თუკი რამ წმინდა, ღირებული და ფასეული გააჩნდა ერს - განასხა ევროპაში... ისევ უფალი შეგვეწია ექვთიმე ღმერთკაცის სახით. - მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებით აღტკინებულ და ეგზალტირებულ ხალხს კი, ანდერძად დაუბარა დემოკრატიული მთავრობის პირველმა მეთაურმა - მთავარია მუხა გაითალოს, თორემ ილიასავით მართალი და სიცოცხლის ხიდან ასხლეტილი ნაფოტი ბევრი წაუღია ცხოვრების მდინარესო. ნოეს მერე კიდევ ერთი უმძიმესი საუკუნეც მოვათავეთ ქართველებმა ღმრთის მადლითა და შეწევნით და ახლა უკვე ისე წინ წავიწიეთ ცივილიზაციაში, რომ წინამძღოლების გარეშე, უვიზოდ და უმისამართოდ მივერეკებით "უკანმოუსვლელში" ჩვენს დებს, ძმებს, ცოლებსა და შვილებს. მუმლი მუხასაო... გასხეპვით უნდათ მუხის ამოძირკვა და ის კი არ უწყიან მუხა ვინ არის. დასკვნისთვის: ყველაფერს სხვას ვაბრალებთ - მთავრობას, რუსეთს, დასავლეთს, მასონებსა, თუ ათას სხვა ოხერსა და მამაძაღლს - ჩვენ კი, არაფერ შუაში ვართ - უბრალოდ, კაი ცხოვრება გვინდა და რა ჩვენი ბრალია, თუ ასე მიგვაჩვიეს?!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter