სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    23.10.2017

     "არ მოველოდი, რომ ტფილისში ასე კარგად ეცოდინებოდათ ჩემი მუსიკა. ჩემს ოპერებს აქ უფრო ხშირად ასრულებენ, ვიდრე სხვაგან. მე ეს ყველაფერი მეტად მსიამოვნებს და ტფილისის ტრფიალად მაქცევს, რომელიც ისედაც ძალიან მომწონს", - ეს სიტყვები ტფილისის მოტრფიალე დიდ რუს კომპოზიტორ პიოტრ ჩაიკოვსკის ეკუთვნის, რომელიც საქართველოს ხშირი სტუმარი იყო, სადაც ყველაფერი მოსწონდა - საოცარი სამხრეთული კლიმატი იტალიური ზამთრით; ყველგან უამრავი ყვავილები; თბილისის ვიწრო ქუჩაბანდები, ვენეციას რომ აგონებდა; მუშტაიდის ბაღი, სადაც მარტო სეირნობდა; კონსულის ქუჩა, სახლი, რომელშიც ცხოვრობდა...

    ჩაიკოვსკი საქართველოს ხუთჯერ ესტუმრა, პირველად - ვლადიკავკაზის გავლით და აღფრთოვანებული დარჩა საქართველოს სამხედრო გზით.

    "საქართველოს სამხედრო გზამ, რომლის შესახებაც ბევრი წამიკითხავს და მსმენია, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სახელგანთქმული დარიალის ხეობა, მთის ფერდობები, თოვლიანი აღმართები, არაგვის ხეობა - ყოველივე ეს მომაჯადოებელია. ეს იმდენად საოცარი, დიდებული და განსაცვიფრებელი სილამაზის გზაა, რომ ძილი არც გამხსენებია. შთაბეჭდილებათა მრავალფეროვნების გამო ინტერესი ერთი წუთითაც არ ნელდება... ისეთი თვალწარმტაცი ხედი იშლება, რომ აღფრთოვანებისგან ტირილი გინდება", - წერდა კომპოზიტორი ძმას - მოდესტ ჩაიკოვსკის.

    პიოტრ ჩაიკოვსკი საქართველოში უმცროსი ძმის - ანატოლი ჩაიკოვსკის ოჯახში ჩამოდიოდა დასასვენებლად. ანატოლი ტფილისში მსახურობდა ჯერ სასამართლო პალატის პროკურორად, მერე კი - ვიცე-გუბერნატორად.

    "1885 წელს ტფილისში სამსახური დაიწყო პეტრე ჩაიკოვსკის ძმამ, ანატოლი ილიას ძემ, რომელიც ჩვენი მუსიკალური საზოგადოების დირექციის წევრი იყო და რომელსაც დავუმეგობრდი. ორივემ საერთო ძალისხმევით დავარწმუნეთ პეტრე ილიას ძე, ტფილისში ჩამოსულიყო... ვცდილობდით, გვეცდუნებინა კავკასიის სილამაზით და სამხრეთული ბუნების მომხიბვლელობით, რაც მას განსაკუთრებულად იზიდავდა და, აი, 1886 წლის აპრილში ის ტფილისში ჩამოვიდა. თუმცა ტფილისის საზოგადოება კომპოზიტორს საქართველოში ჩამოსვლამდეც კარგად იცნობდა. თეატრში დიდი წარმატებით იდგმებოდა ჩაიკოვსკის ოპერები "მაზეპა" და "ევგენი ონეგინი".

    "ტფილისში მას დიდი სიყვარულით შეხვდნენ. თეატრი, სადაც ზეიმი გაიმართა, მთლიადან ყვავილებით იყო მორთული. ლოჟა, რომელიც ძვირფასი სტუმრისთვის იყო განკუთვნილი, შროშანებში იყო ჩაფლული, ქუთაისიდან მთელი ვაგონი შროშანები გამოეწერათ.

    "ზუსტად 8 საათზე ლოჟაში შევიდა ჩაიკოვსკი. გუნდმა, ორკესტრმა და მსახიობებმა "დიდება" დააგუგუნეს. დარბაზი ფეხზე წამოდგა და ჩაიკოვსკის ყიჟინით მიესალმა.

    "დაიწყო კონცერტი. კომპოზიტორს სადირიჟორო ჯოხი მიართვეს და მან კონცერტს უდირიჟორა. დიდებული დღესასწაული გამოვიდა, რომელიც ბრწყინვალე ბანკეტით დასრულდა", - ასე აღწერს ტფილისის ოპერის თეატრში პიოტრ ჩაიკოვსკის საპატივცემულოდ გამართულ ზეიმს კომპოზიტორი მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი, იმ ოპერის თეატრში, რომლის მშენებლობის დასრულება უშუალოდ ჩაიკოვსკის სახელს უკავშირდება.

    "სახაზინო თეატრის, როგორც მაშინ რუსთაველის გამზირზე მდებარე ოპერის თეატრს უწოდებდნენ, მშენებლობა ჯერ კიდევ 1874 წელს დაიწყო და დიდხანს გაგრძელდა. ვინ იცის, როდის გაიღებოდა ამ მავრიტანული სტილის ზღაპრული სასახლის კარი, რომ არა ჩაიკოვსკის შუამდგომლობა, რომელსაც იმპერატორი უარს ვერ ეტყოდა", - წერს პუბლიცისტი იგორ ობოლენსკი.

    ეს ამბავი კი ასე ყოფილა: საქართველოში ერთ-ერთი სტუმრობის დროს ჩაიკოვსკი ბორჯომში ისვენებდა, მოიხიბლა ბორჯომის ბუნებითა და მინერალური წყაროებით, რომელიც მას ვიშის წყალს აგონებდა და გადაუწყვეტია კიდეც, მკურნალობის კურსი ბორჯომში ჩაეტარებინა. სწორედ ბორჯომში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს აახლა ვრცელი წერილი, რომელშიც სთხოვდა, სახსრები გამოეყო ახალი საოპერო თეატრის შენობის დასასრულებლად, "რომელიც ეკადრება ისეთი მშვენიერი ქალაქის ღირსებას, როგორიც ტფილისია". მისი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა. ფული გამოიყო და თეატრის მშენებლობა დასრულდა. ბორჯომში კი ჩაიკოვსკიმ დაასრულა მუშაობა სუიტაზე "მოცარტინა" და სექსტეტზე "მოგონებანი ფლორენციაზე".

    ტფილისი კომპოზიტორის შთაგონების წყარო გახდა, რაც იქიდანაც ჩანს, რომ სწორედ აქ დაიბადა ჩაიკოვსკის სიმფონიური ბალადა "ვივალდი"; ბალეტი "მძინარე მზეთუნახავი"; "იოლანტა" და "ყვავის ქალი". ბალეტ "მაკნატუნაში" კი კომპოზიტორმა ქართული იავნანას ჰანგები გამოიყენა, რომლის ჩანაწერიც მას მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვმა გადასცა.

    ჩაიკოვსკი ბოლოს საქართველოში 1890 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა და ერთი კვირა დაყო. გამგზავრებამდე მუსიკალური საზოგადოების მიერ გამართულ კონცერტს უდირიჟორა. "ტფილისის საარტისტო საზოგადოებაში" დიდი ვახშამი მოეწყო, მეორე დღეს თაყვანისმცემლებმა კომპოზიტო

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter