ელზა პაპოშვილი
17.04.2024

სისხლიანი დაპირისპირება ვაკეში - ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის და დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“ თვითმხილველები უყვებიან, რომ ორმხრივი სროლის შედეგად, 3 ადამიანია დაჭრილი. მათი ინფორმაციით, ავტომობილში მჯდომ პირს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. აღნიშნილი პირი გიორგი რუხაძეა, რომელიც ძმები კაკულიების ახლო ნათესავია. 

თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა, მას რუხაძის დაცვა აედევნა და ცხვედაძის ქუჩაზე ორმხრივი სროლის დროს ორივე მხარე დაიჭრა. როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი - მხარში.  

„შემთხვევა დღის 12:00 საათისთვის მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა ავტომობილში, რომელსაც მოულოდნელად თავს დაესხნენ. მას თავის არეში ესროლა და მერე ადგილიდან გაქცევა სცადა. სად იყო დაცვა, არ ვიცით, სავარაუდოდ, არ იმყოფებოდა ამ დაჭრილ მამაკაცთან ერთად. 

„როცა სროლის ხმა გაიგო  ეტყობა მერე გამოვიდა და თავდამსხმელს დაედევნა. ორივე მხარე ისროდა და ერთმანეთი დაჭრეს. დაცვაც და თავდამსხმელიც მხარში იყო დაჭრილი. მათი მდგომარეობა არ იყო ისეთი მძიმე, როგორც ავტომობილში მჯდომი ბიჭის. ხალხმა ადგილზე სასწრაფო გამოძახა და სამივე დაჭრილი წაიყვანეს. ამ მესამეს მდგომარეობა მძიმე იყო“,-ყვება „რეზონანსთან“ თვითმხილველი. 

არსებული ინფორმაციით, დაჭრილები არიან სერგი ქურთიაშვილი, გიორგი რუხაძე და კახა გაბრიელაშვილი.ქურთიაშვილი ძმებ კაკულიების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. თვითმხილველების ინფორმაციით, რუხაძეს ცეცხლი ქურთიაშვილმა გაუხსნა, რის შემდეგაც, საპასუხო ცეცხლი  რუხაძის დაცვამ გახსნა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×