ელზა პაპოშვილი
08.12.2023

ვანში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი 16 წლის გოგონაზე იძულებით მუხლის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კობა ძაგნიძემ 16 წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი, აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო და ტელეფონის ნომერი მიეცა. ამის შემდეგ კი ძაგნიძე 16 წლის გოგოს ურეკავდა და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა. არასრულწლოვანმა პოლიციას თავად მიმართა, რის შემდეგაც კობა ძაგნიძე დააკავეს.  

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. 

კობა ძაგნიძე „ევროპული საქართველოს“ პარტიის ვანის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ის წარსულში ნასამართლევია. 2014 წელს ძაგნიძე ქრთამის აღების ფაქტზე იყო დაკავებული.      

„რაც ვიცით ისაა, რომ 16 წლის გოგოს ურეკავდაო და სოციალურ ქსელში წერდაო. რამდენად მართალია და შეესაბამება თუ არა სიმართლეს, ზუსტად არ ვიცით. პოლიციამ დააკავა თავად ამ გოგონას ჩვენების საფუძველზე. ბავშვს უთქვამს, რომ მაწუხებსო და არ მანებებს თავსო. აქვთ რამე მტკიცებულებები თუ არა აქვთ, არ ვიცით ზუსტად. ალბათ გაირკვევა რა მოხდა“, - უყვება წყარო „რეზონანსს“.

დღესვე მომხდარზე „ევროპულმა საქართველომ“ მოკლე განცხადება გაავრცელა. პარტია ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ კობა ძაგნიძის დაკავების შესახებ რამდენიმე საათის წინ შეიტყვეს. „ბრალდება მძიმეა, ევროპული საქართველო ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×